ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2012


სახიფათო თამაში

ძველი ღვინო ვარ,
მოგეკიდები...
ასე იოლად
ნუ მეკიდები!
ვიცი ვნებათა
ანატომია,
შენს ფიქრს მე ვმართავ,
ასე მგონია...
ვნების ზღვა უკვე
ბევრჯერ გავცურე.
ვიცი გზა უკეთ
დიდი საცთურის.
ვფიცავ, ჩემში ქალს,
მთვარეს შეჰყმუვლებ!
დადგი ეგ ჭიქა,
სახტად შეგყურებს...
ჩემთან თამაში
სახიფათოა!
ვგავარ განაჩენს,
თუმცა, სათნო ვარ...
დიდხანს დაგრჩები
გულზე სვირინგად.
გინდა გაჩვენო,
რანაირი ვარ?
არც კარმენი ვარ,
არც კლეოპატრა!
გადარეულხარ
ძუ ლეოპარდთან?..
ძველი ღვინო ვარ,
მოგეკიდები,
ასე იოლად
ნუ მეკიდები...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები