სიმღერის ქვეყანაში მუზა გაილია, კულტურამ შიმშილით სული დალია, შოუ-ბიზნესმა ყელი მოიღერა, გულმა თუ არ იმღერა, მოგიტყან სიმღერა!
სანამ ჯერ არ არის გვიანი, თავს არ მივაყენოთ ზიანი, დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და დილა გავითენოთ მზიანი!
ამდენი წუწუნი, ამდენი გოდება, გვეყოფა, კმარა წარსულით ცხოვრება, მარტო მოგონება, არ გვარგებს არა!
დრომოჭმული წესით, ფუჭად ყოფნაში, ვნებებს ებრძოდით, დრო კი გადიოდა, ოიდიპოსებო, ჩვენ რაღას გვერჩოდით, საკუთარ დედასთან სექსი თუ გინდოდათ!
ყველა სნეულებას თავისი წამალი აქვს, გულგრილად ყოფნას რა მომავალი აქვს, ერთმანეთისთვის არ ვიყოთ სულერთი და ერთად შევძლოთ, ვიცხოვროთ სიკეთით!
ფრთხილად იყოს, ვინც კი მუცლის მონაა, ნუ აბრიალებს თვალებს, ყველაფერს თავისი ზომა, წონა აქვს, სესხებსაც და ვალებს. ვინ, როგორ და რას უტოვებს მომავალს, გამოჩნდება ხვალე! საქართველო, სეისმური ზონაა და შეირხევა მალე!
სანამ, ჯერ არ არის გვიანი, თავს არ მივაყენოთ ზიანი დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და დილა გავითენოთ მზიანი!