ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთა17
ჟანრი: პროზა
10 თებერვალი, 2012


ჩემო მხატვარო

მხატვარო შეგიძლია მაჩუქო თეთრი ფერები,თეთრი და ნათელი ფერები,თეთრი გესმის თეთრი და მომაშორო ეს შავი თვალებიდან და გულიდან.გადაფარო ეს სიშავე,გაყარო ეს ღრუბლები.შენ ხომ ეს შეგიძლია ჩემო მხატვარო.შენ ხომ ჯადოქარი ხარ ყოვლისშემძლე. იცი ვარდისფრად მინდა დავინახო გარშემო ყველაფერი, იცი შენ შეგიძლია პატარა ფრთები მაჩუქო და გამიშვა შოოორს,საოცრებათა ქვეყანაში,იცი რომ იქ ანგელოზებიც არიან,პატარა, თეთრი ანეგლოზები,იქ ყველაფერი თეთრია,გესმის? იქ მეც თეთრი ვიქნები,შენც და მთელი დედამიწაც.იცი რა ძნელია როცა გტკივა,იცი რა ცუდია როცა თვალებს ხუჭავ და მხოლოს შავს ხედავ? მხოლოდ შენ ,მხოლოდ შენ შეგიძლია ერთი ფუნჯის მარტივი მოსმით,თეთრებით შემოსო ყველაფერი და შორს წამიყვანო.შორს,ძალიან შორს მანახო ლამაზი ფერები.თვალი ამიხილო და ბედნიერება მანახო.შენ იცი რა არის თეთრი სამყარო მხატვარო?იქ ყველაფერი თეთრი და წმინდაა, უზომო ბედნიერება და სიყვარულია.შეგიძლია მაჩუქო ნაზი ბგერები,ძველ ჰანგებზე ამღერებული უკვდავი მელოდია მაჩუქო? ღიმილი მაჩუქო მარადულობის მომნიჭებელი და ახალი გული მაჩუქო... ჩემო მხატვარო,შეგიძლია სულ ჩემთან იყო და გზა დამიხატო? ფართო და თეთრი გზა სადაც მხოლოდ მე შენ და პატარა ანგელოზები ვიქნებით.ჩვენს გარშემო იტრიალებს დედამიწაზე წმინდა გულის,წრფელი სულის ზეიმი.ყველაფერი იქნება თეთრი,როგორც ლამაზ ზღაპრებში.ჩვენი ფიქრები გასცდება შორეულ ჰორიზონტებს და თბილ ქვეყნებში,საოცრებათა ქვეყანაში იხეტიალებს.ჩვენ კი ისევ იმ თეთრ ბილიკზე ვიდგებით.მე,შენ,ჩემო მხატვარო და ლამაზი,თეთრი ანგელოზები.ასე უსასრულოდ ვიქნებით სიყვარულზე შეყვარებულნი,ბედნიერებაზე შეყვარებულნი,თეთრ ბურუსში გახვეულნი სასწაულის მოლოდინში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები