ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2012


შენ

მე მეშინია შენი ნაწერების
რომლებსაც ჩუმად სძინავთ თაროზე
გადმოლაგება  მე არც მჭირდება
ჯერ წაუკითხავ ფილმებს ამბობენ.

შენ გენატრები, შენ გეყვარები,
ლექსებს დაგიწერ  და მერე გაკოცებ
რომ წაიკითხავ შენც მოხვალ მაკოცებ.

მე წავალ შენთან ერთად
ცისფერი ხეების ლაბირინთში,
იქ, სადაც ყველა თავის ადგილას დგას,
ჩუმად, უშიშრად.

შენ გჯერა ჩემი გარდაცვალების?
გთხოვ გქონდეს იმედი და
ჩვენ,
მე, შენ და ბავშვები
ერთად გარდავიცვლებით.

გარდაცვალება - უდიდესი ბედნიერება
მე მინდა მახსოვდეს მუდამ,
შენ ისევ მშვიდად არწევ ბავშვის აკვანს,
შენ ჩემს ფიქრებს მუდამ თან ახლავ.

ეს ორკესტრების ქარავანია მე რომ მართობს,
უცნაურია ყოველი დღის ახლიდან დაწყება .
მე სიკვდილამდე შენ ათასჯერ
გესაუბრები და მთხოვე რამე,
რაც შენ ჩემთვის არ გითხოვია.

მე ისევ ჩუმად გავყვები ქუჩას,
ყვითელი ფოთლებით, ფერებთან შეხებით.
სიყვითლე ფიქრების სიცოცხლეს გაათბობს,
მე შენთან დავრჩები.

მე ისევ ვწერ





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები