ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2012


SAL(OM)E 50%

ციკლიდან ვარიაციები ჩემს
ჰომოსაბჭოელ
`უბანალურეს~ `გრელკას~,
რომელიც თავს მირჩევნია !(?)!


გარეთ ოთხშაბათი
იხრწნება,
შენს სულში
კი
მკვლელი!
შენი კანით მოთხვრილი
სხეული იძირება და იხრჩობა
ტერფის სიღრმეში!
მე მოგკალი შენ!
და ეს ყველაფერი ჩვენი საიდუმლოა!
მე ამას არ გავემხელ!
შენ ვერ!
ქუჩა სპაცე ბარ-ია
ქალაქის,
შენ კი წყალგამყოფი ჩემსა და სიცოცხლეს შორის!!!
მოდი შევიყვაროთ სიცოცხლე,
და ერთად
მოვკლათ სიკვდილი!
მისი ხსოვნა კი არტერიული სისხლით დავლოცოთ...
და როცა კვლავ გადავწყვიტავ
მოვკლა შენში დედამიწის ქერტლი,
შენ მაშინ მოხვალ და მეტყვი:

`მომენატრე!~

Mარაზმ!!!

გარეთ ოთხშაბათი იხრწნება,
შენში კი შენი მკვლელი სული,
რომელიც უიმედოდ ელის მუმიფიცირებას!!!
2008 year

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები