როდესაც ყველა წერტილი უსასრულობაში იკვეთება, ანუ მძიმეა ცხოვრების ყველა ეპიზოდი. ხო, მძიმე როგორც სასვენი ნიშანი რომელსაც ვერაფრით მოაშორებ იმ პატარა ჩამოგრძელებულ ნაწილს რომელიც დასთრევს და მძიმე ასატანად, სათრევად, გასასვლელად. ზოგჯერ გგონია ყველაზე მაგარი ტიპი ხარ, რადგან შეძელი გული ერთხელ,ორჯერ , სამჯერ ან მეტჯერ ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე შემოიმთელე. არადა რა, ნაკუწებია შენი გული, ნაგლეჯებია, ნაფლეთები რომელსაც ერთი წვიმა უნდა ან ქარ–ბორბალა. როდესაც გგონია იმდენად ამაყი ხარ, ვერასოდეს აღიარებ რომ ეს ნაფლეთი, აი იმ ბიჭის დამსახურებაა, პატარა გოგო რომ შემოუსვამს მხრებზე და ყოველ შაბათს ვაკის პარკში ასეირნებს ბედნიერი სახით. ხო, იმ გოგოსიც პარასკევობით ტუსოვკებსა და დროს ტარებაში, რომ ზეიმობს ამ ნანატრ ვიქენდს. აი, იმ ბებერი ძაღლისაც, რომელიც ნაგვის ურნასთან წევს და მთელი ცხოვრება სახლში შესვლა–გამოსვლა გაგიმწარა. ხო,იმ ბებოსიც ქუჩაში სიგარეტით რომ შეგნიშნა 13 წლის და მოგაწყევლა. აი, თურმე, როგორ დამჭკნარა,დაბერებულა. ნაფლეთებია შენი გული, და ეძებ, ეძებ.. ვერ პოულობ და მაინც ეძებ, ნანატრ სიმშვიდეს,იქნებ წებოს ან... ან გზას რომელიც, რომში კიარა სულაც არსად,არსად არ მიდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გულდაფლეთილი წერილია..
გულდაფლეთილი წერილია..
7. )) მადლობა ყველას )) მადლობა ყველას
6. სენტიმენტები კლავს ,თაკა:D მეტისმეტად გულდახეულია,ემოციაც ვერ ჩავატანე:|
სენტიმენტები კლავს ,თაკა:D მეტისმეტად გულდახეულია,ემოციაც ვერ ჩავატანე:|
5. როდესაც ყველა წერტილი უსასრულობაში იკვეთება- როდესაც ყველა წრფე უსასრულობაში იკვეთება. ..
ნაფლეთებია შენი გული, და ეძებ, ეძებ.. ვერ პოულობ და მაინც ეძებ, ნანატრ სიმშვიდეს,იქნებ წებოს ან... ან გზას რომელიც, რომში კიარა სულაც არსად,არსად არ მიდის.
კარგი ხარ, თაკა! +5
როდესაც ყველა წერტილი უსასრულობაში იკვეთება- როდესაც ყველა წრფე უსასრულობაში იკვეთება. ..
ნაფლეთებია შენი გული, და ეძებ, ეძებ.. ვერ პოულობ და მაინც ეძებ, ნანატრ სიმშვიდეს,იქნებ წებოს ან... ან გზას რომელიც, რომში კიარა სულაც არსად,არსად არ მიდის.
კარგი ხარ, თაკა! +5
4. თაკა,კარგად წერ + თაკა,კარგად წერ +
3. რა ზუსტი მიგნებაა მეორე კომენტარი :) ხო, ყველაფერში დამნაშავე ხომ კაცები არიან,აბა რა! საინტერსო ჩანახატია ისე... რა ზუსტი მიგნებაა მეორე კომენტარი :) ხო, ყველაფერში დამნაშავე ხომ კაცები არიან,აბა რა! საინტერსო ჩანახატია ისე...
2. როდესაც გგონია იმდენად ამაყი ხარ, ვერასოდეს აღიარებ რომ ეს ნაფლეთი, აი იმ ბიჭის დამსახურებაა, პატარა გოგო რომ შემოუსვამს მხრებზე და ყოველ შაბათს ვაკის პარკში ასეირნებს ბედნიერი სახით. და იმდენად ამაყია ავტორი, რომ მერე "გოგოს"..." ბებერ ძაღლს"... და "ბებოსაც ' აბრალებს ამას...:) არადა მარტო იმ ბიჭის ბრალია...:) მომწონს მე ეს ავტორი... ყოველთვის ვკითხულობ და ყოველთვის ვპოულობ შიგ რაღაცას...+++ როდესაც გგონია იმდენად ამაყი ხარ, ვერასოდეს აღიარებ რომ ეს ნაფლეთი, აი იმ ბიჭის დამსახურებაა, პატარა გოგო რომ შემოუსვამს მხრებზე და ყოველ შაბათს ვაკის პარკში ასეირნებს ბედნიერი სახით. და იმდენად ამაყია ავტორი, რომ მერე "გოგოს"..." ბებერ ძაღლს"... და "ბებოსაც ` აბრალებს ამას...:) არადა მარტო იმ ბიჭის ბრალია...:) მომწონს მე ეს ავტორი... ყოველთვის ვკითხულობ და ყოველთვის ვპოულობ შიგ რაღაცას...+++
1. მომეწონა! სოლომონის " სიმღერათა სიმღერები"- გამახსენა. მომეწონა! სოლომონის " სიმღერათა სიმღერები"- გამახსენა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|