ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2012


  ჩამოტვირთვა

მთვარის კლუბს

მზე ჩადიოდა, სიყვარული გულში ღვივოდა,
მზე ჩადიოდა, ცაზე მთვარე ამოდიოდა
იისფერ ნისლებს უცეკვავდნენ მუზათა გუნდნი
დუდუკის სევდა იღვრებოდა სივრცეში გუშინ
    დრო გადიოდა, სადღაც შორს ისევ ბუ გაჰკიოდა
    მზეს მთვარე სცვლიდა, დილა ღამით იმოსებოდა
    და სიყვარულით გული უფრო ძლიერ ყიოდა
    ცხოვრების კასრი, უკვდავების წყლით ივსებოდა
არ ჩერდებოდა, კვლავ გრძელდებოდა, კვნესა დუდუკის
და პაემანზე მუზები ნაზად იცვლიდნენ ფერებს
აღარ უსმენდნენ მოჭორავე ავაზაკ ენებს
გრძნობის მორევში გარინდულებს უწვდიდნენ ხელებს.
    დრო გადიოდა, მზე ჩადიოდა,
    ჭოტი ყიოდა, ბუ გაჰკიოდა,
    გარინდებული საღამოს ბინდში,
    მთვარეს ბგერები ცრემლად სცვიოდა
იისფერ ნისლებს უცეკვავდნენ მუზათა გუნდნი
ღამის დარაჯებს სამეჯლისოდ მოერთოთ სცენა
დუდუკის სევდა იღვრებოდა სივრცეში გუშინ
მზე ჩადიოდა, ცაზე მთვარე ამოდიოდა...........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს