 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2008 |
ბნელი სარდაფის ძველმანებში, აბლაბუდებში... თურმე ამდენხანს სად მელოდა ჩემი ბავშვობა!
აი მაგიდაც, ფიცრეულზე მიყუდებული. ახლა ასეთი მაგიდები ვის ეხსომება, წრიული, შუაფეხიანი...
ამ მაგიდის ქვეშ მქონდა მყუდრო თავშესაფარი და ამ ნიშებში ვაუნჯებდი მძივებს, ნიჟარებს. ისე მდიდარი იმის მერე არცა ვყოფილვარ, არც ისე მშვიდი, რადგან მშვიდი ხარ მხოლოდ მაშინ, როცა შინა ხარ და განძიც იქვე, საიმედოდ შენახულია.
ზემოთ, ნათელში უფროსების არის ნადიმი და ხმიანობენ წელზემოთა სამყაროები. შენ დაბლა ზიხარ შენს მობინდულ სიმარტოვეში, აგიყოლიებს სუფრის ფოჩების რხევა მთენთავი, ცხადად ჩაგესმის ყველა სიტყვა, მაგრამ რადგანაც ვერას გებულობ და წარმოსახვა თეთრ უდაბნოს ვერ ეგუება, თავადვე გავსებს ფეხადგმული სურათ-ხატებით. ასე შედიხართ: შენ - სიზმარში, სიზმარი - შენში. და ხარ ნეტარად, ვიდრე ვინმე მოგისაკლისებს და ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.
შეცდომა იყო, ჩემი კბილა ბიჭი-სტუმარი სიმარტოვეში სულგრძელად რომ შევიპატიჟე. ნეტავი მხოლოდ ეს მეკმარა, მაგრამ ვაი, რომ მთელი ჩემი საგანძურიც წინ გავუშალე. როგორ აცელქდა! მარგალიტები დამიბნია, ამახმაურა და ორივენი სამოთხიდან გამოგვაძევეს. იმავე ღამეს, ავსებულმა შურისძიებით, სუფრას ფოჩები მოვაჭერი, მერე შევშინდი და წასულ სტუმარს დავაბრალე და მე დამსაჯეს.
მაშინ ვიგრძენი, რომ შეცდომის დედა არის ძველი შეცდომა, ხოლო შვილები უმრავლდებიან და შენ არ იცი, სად გაექცე, თავს რით უშველო.
ო, არა წლები ანდა უფროსთა სიმკაცრეები, ჩვენ ბავშვობიდან საკუთარი შეცდომები გვერეკებიან.
და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ასე შედიხართ: შენ - სიზმარში, სიზმარი - შენში. და ხარ ნეტარად, ვიდრე ვინმე მოგისაკლისებს და ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.
შემძრა როგორღაც........... ასე შედიხართ: შენ - სიზმარში, სიზმარი - შენში. და ხარ ნეტარად, ვიდრე ვინმე მოგისაკლისებს და ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.
შემძრა როგორღაც...........
11. ყველა ლიტერატურულ საიტზე მოსულელო რეიტინგებია,ვფიქრობ შეძლება გაუქმებაც, თუმცა მაშინ გარკვეული აზარტი დაიკარგებოდა,არ ვიცი, მოსაფიქრებელია. მთავარი სერიოზული პოეტისთვის მკითხველთან მისვლაა. ყველა ლიტერატურულ საიტზე მოსულელო რეიტინგებია,ვფიქრობ შეძლება გაუქმებაც, თუმცა მაშინ გარკვეული აზარტი დაიკარგებოდა,არ ვიცი, მოსაფიქრებელია. მთავარი სერიოზული პოეტისთვის მკითხველთან მისვლაა.
10. უნაკლოა! 5
ჩვენ ბავშვობიდან საკუთარი შეცდომები გვერეკებიან.
და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში. ეს დასამახსოვრებლად.
უნაკლოა! 5
ჩვენ ბავშვობიდან საკუთარი შეცდომები გვერეკებიან.
და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში. ეს დასამახსოვრებლად.
9. ვახ რა შექსპირივით იწყებ :D მე მახსოვს ეგეთი მაგიდა და მეც მქონდა იქ ჩემი ადგილი :D ტაკ ჩტო მეზობელ!!! ვახ რა შექსპირივით იწყებ :D მე მახსოვს ეგეთი მაგიდა და მეც მქონდა იქ ჩემი ადგილი :D ტაკ ჩტო მეზობელ!!!
7. ლალი ძვირფასო! ყოველთვის მახარებს თქვენი გამოჩენა. ეს ლექსი განსხვავდება ჩემი სხვა მძაფრი ლექსებისაგან იმ ნიშნით,რომ პრინციპულად არის ასე გაწელილი,თითქოს მკითხველსაც სიმშვიდე,თვლემა უნდა მოგვაროს,როგორც იმ პატარა ბავშვს,მაგიდის ქვეშ ჩაძინებულს ცივ ლოგინში რომ გადააწვენენ უფროსები..იმიტომ არის აღწერილი ძილში,სიზმარში გადასვლის მომენტიც,რომელსაც მთელი სტროფი ეთმობა. მობინდული რუსული ''პოლუმრაკის'' ადეკვატად გამოვიყენე.''ი კტო-ტო პლაჩეთ ვ ნაშემ პოლუმრაჩნომ ოდინოჩესტვე''.აზრი ის არის,რომ ჩვენი სიმარტოვე,ჩვეულებრივ, არც ნათელია და არც ბნელი,ის თანდათან იბინდება,ბნელდება-ეს მინდოდა მეთქვა. ლექსს ეროტიკული პლანი აქვს.მაგიდისქვეშა სივრცე - სამოთხე,მარგალიტების დაბნევა ბიჭის მიერ,სამოთხიდან გამოძევება.სექსუალური სიმბოლოებია.სუფრისათვის ფოჩების წაჭრა ერზაც-მოქმედებაა,კასტრაციას მიანიშნებს.პრაქტიკულად,ლაპარაკია იმაზე,რასაც ფროიდი''პირველსცენას''უწოდებს''. ლაკანს,ფსიქოანალიზის თეორეტიკოსს აქვს ასეთი აზრი,რომ ბავშვი მოზრდილობაში შეცდომების გზით გადადის და რომ პიროვნულ ინდივიდუალობაზე წარმოდგენას სწორედ შეცდომის ფენომენი გვიქმნის.ეს აზრი გამოვიყენე,ოღონდ მეტაფორად ვაქციე. ლალი ძვირფასო! ყოველთვის მახარებს თქვენი გამოჩენა. ეს ლექსი განსხვავდება ჩემი სხვა მძაფრი ლექსებისაგან იმ ნიშნით,რომ პრინციპულად არის ასე გაწელილი,თითქოს მკითხველსაც სიმშვიდე,თვლემა უნდა მოგვაროს,როგორც იმ პატარა ბავშვს,მაგიდის ქვეშ ჩაძინებულს ცივ ლოგინში რომ გადააწვენენ უფროსები..იმიტომ არის აღწერილი ძილში,სიზმარში გადასვლის მომენტიც,რომელსაც მთელი სტროფი ეთმობა. მობინდული რუსული ``პოლუმრაკის`` ადეკვატად გამოვიყენე.``ი კტო-ტო პლაჩეთ ვ ნაშემ პოლუმრაჩნომ ოდინოჩესტვე``.აზრი ის არის,რომ ჩვენი სიმარტოვე,ჩვეულებრივ, არც ნათელია და არც ბნელი,ის თანდათან იბინდება,ბნელდება-ეს მინდოდა მეთქვა. ლექსს ეროტიკული პლანი აქვს.მაგიდისქვეშა სივრცე - სამოთხე,მარგალიტების დაბნევა ბიჭის მიერ,სამოთხიდან გამოძევება.სექსუალური სიმბოლოებია.სუფრისათვის ფოჩების წაჭრა ერზაც-მოქმედებაა,კასტრაციას მიანიშნებს.პრაქტიკულად,ლაპარაკია იმაზე,რასაც ფროიდი``პირველსცენას``უწოდებს``. ლაკანს,ფსიქოანალიზის თეორეტიკოსს აქვს ასეთი აზრი,რომ ბავშვი მოზრდილობაში შეცდომების გზით გადადის და რომ პიროვნულ ინდივიდუალობაზე წარმოდგენას სწორედ შეცდომის ფენომენი გვიქმნის.ეს აზრი გამოვიყენე,ოღონდ მეტაფორად ვაქციე.
5. მე მომეწონა და ძალიანაც... მე მომეწონა და ძალიანაც...
4. აქ კი შევკუმშავდი. ცოტა ''გაწელილმა '' დამიკარგა სიმძაფრე და ამ ლექსის,ამ კარგი ლექსის ხარისხი. ფინალი კი..ზედმეტად მშვიდი და ბანალური იყო,არადა ''პიანო''აქ უფრო ლამაზად და მეტყველად შეიძლებოდა. მოგიკითხეთ,ნინო. აქ კი შევკუმშავდი. ცოტა ``გაწელილმა `` დამიკარგა სიმძაფრე და ამ ლექსის,ამ კარგი ლექსის ხარისხი. ფინალი კი..ზედმეტად მშვიდი და ბანალური იყო,არადა ``პიანო``აქ უფრო ლამაზად და მეტყველად შეიძლებოდა. მოგიკითხეთ,ნინო.
2. თქვენი წაკითხული მაქვს მოსმენილი და იმ ხმით წავიკითხე ხელმეორედ...:)
პოეტის წაკითხული,მისი ლექსი სულ სხვაა...:) 5 თქვენი წაკითხული მაქვს მოსმენილი და იმ ხმით წავიკითხე ხელმეორედ...:)
პოეტის წაკითხული,მისი ლექსი სულ სხვაა...:) 5
1. ნორმალურია :) ნორმალურია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|