ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ძამუკაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2012


  ჩამოტვირთვა

* * * (მე საქართველოს არა...)

            მე საქართველოს არა, მე კიდევ უფრო ზევით, მე გამიმზადეთ მხარე, სადაც სიმუქე არის, სადაც ჩადრები მოსავს, სიმწვანით ბურულ ალებს, სადაც სისადე არის იქ გამიმზადეთ გზა მე. ბევრი მინახავს ფარი, სიმუქე, როგორც ფერი, ბევრი მინახავს ხელი გაწვდილი, გავიარე, ფარდა აწიეთ მორჩა, პოეტი ვგონებ ვარდებს და ფეხით შთენილთ მოაქვთ, შენსკენ მზისფერი ვარდი, არა, უბრალოდ მმოსავს, სიფიფქე, დავიღალე, ალი, მივუწვდი ხელებს რომელმაც დაიწყო ბოდვა, მე მტკივა, სიფითრე შენის და ხალხის ველებზე ხოცვა, ოცნება დგას უცდი, როდესაც გაჰყვება მალებს, მე მახსოვს ფერდობის დრონი, არ მოვკვდი გაიხარეთ, ხარხარი, მახვილი, ხოხვა, ხელების უდროოდ მართი, ეფერე, ფიქრი ცოდავს, ფარ - ხმალი ფიფქი და რული, და ჩემი სამყარო სრული, და ჩემი ხეებზე ფორთხვა, ფორთოხლის საამო სუნი, სირბილზე ვარდების ყნოსვა, ფერხულით, დამეწვა ლოცვა, მე ვდივარ, დამადეთ ხელი, ხალიჩის გაფრენა დროთა, მარტივით დატირვა ავში, ბარბაროსთ სნეული ბოდვა, ყველა მე, ჩემში არავინ, ჩაყლაპა ვეშაპი ზღვებმა და ერთი კი არა ასი, გოგოთა იქ ხვედრა ფრთაში, მე ხალხის უზადო მორთხმა, მე ფარშევანგებს ვშვებ ჰარში, მე სამარადისო ბრძოლა, მინდვრების დაკარგვა ქარში, გუგები გაიყოლა, ფარული მარტო კადრში, და როგორც მანტიაში, გამოხვეული რბოლა, მიმცემი სიაფანდში ჩემი ველური ფანდი, შემხვედრი ქარავანი, არაქართველები მორჩა, მიმიკა და თვალის მიბჯენა თვალში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები