 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2008 |
რად ხარ მდუმარე, რა ვუპასუხო, დედა მარიამ, ამ ქალს, რომელიც ჯიბის სარკიდან ცრემლმორეული ამომცქერის მღვრიე ორეულს?
როდესაც იგი ბავშვი იყო, უცებ კიბეზე რომ დაეცა და ზედ ცემაც რომ დაუმატეს, რად არ დატოვე შენი ღვთიური სამზარეულო და რატომ ხელში არ აიტატე?
“ვაიმე, დედა, მტკივა, დედა, დედა, მიშველე!” როგორ გიხმობდა, დაგეძებდა გულგამჭოლ ქარში, როგორ სჯეროდა, რომ სადღაც ჰყავდი, შენ - ყველას დედა, ნამდვილი დედა, ყოვლისშემძლე და ყოვლისგამგები!
რად ვერ გაიგე მისი ზლუქუნი, მაშინ, როდესაც მამამისი მძიმე ჩემოდნით კართან მივიდა, და უკან რატომ არ მოაბრუნე, და სამუდამოდ არ ჩაკეტე რკინის კარები?
ან მაშინ როგორ არ დაიფარე, მისი არსების მყიფე ნაჭუჭში გამოშუშულმა სიყვარულმა ჯერ რომ გაბზარა, მერე შიგნიდან გამოტეხა და გულგრილად გადააბიჯა, რომ თბილ ქვეყნებში გადაკარგვამდე ფრენა ესწავლა?
ან სად იყავი, ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს კოლტების ფაფად გადაუქცევდა რკინის საფხეკი?
ან სასაგამშრალს, მომაკვდავი ძმის საწოლთან რად არ მიუხველ, სიტყვა როგორ არ შეაწიე, რომ სანაცვლოდ ის წაეყვანათ?
ვერ გხედავ, დედა! დედა, ცივა ცრემლის ღელეში! ყოველ ნაბიჯში ირყევიან სიპი კითხვები, მაგრამ მე ვიცი, გამოვაღწევ მზიან დარამდე.
ნაავდრალ ცაში დავლანდე მტრედი და გავიგონე: - ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. სუფთაა, უბრალოდ მე არ მიზიდავს ასეთი სტილის ლექსები.. სუფთაა, უბრალოდ მე არ მიზიდავს ასეთი სტილის ლექსები..
15. გენაცვალე:) გენაცვალე:)
14. დაკვირვებით წასაკითხავი ლექსია.ჰემინგუეის რჩევა: – აისბერგივით ,როგორც ის წყალშია 1/8 ვაჩვენოთ ნაწარმოებში, ხოლო დანარჩენი ვიგულისხმოთო. ზოგჯერ თქვენთან 1/64 ჩანს, გაზრდილია ჰერმეტიზმი. ჩემგან შეფასება – 5 დაკვირვებით წასაკითხავი ლექსია.ჰემინგუეის რჩევა: – აისბერგივით ,როგორც ის წყალშია 1/8 ვაჩვენოთ ნაწარმოებში, ხოლო დანარჩენი ვიგულისხმოთო. ზოგჯერ თქვენთან 1/64 ჩანს, გაზრდილია ჰერმეტიზმი. ჩემგან შეფასება – 5
13. ან სად იყავი, ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს კოლტების ფაფად გადაუქცევდა რკინის საფხეკი?
ძალიან მაგარია!10 ან სად იყავი, ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს კოლტების ფაფად გადაუქცევდა რკინის საფხეკი?
ძალიან მაგარია!10
12. თეკლას!მადლობა საქმიანი შენიშვნებისთვის.''გამოშუშ-ება'',ცხადია,ებ-თემისნიშნიანი ზმნაა.''გამოშუშვა'' - სლენგია,პოეტური ლიცენცია,მე ეს უკანასკნელი გამოვიყენე,რადგან მინდოდა მეთქვა,რომ სიყვარული კი არ მორჩა,განიკურნა ჩემს ხელში,არამედ,გამოიშუშა ,მოიმყუდროვა,მოიხალისა,იამა და მიმატოვა,ვიდრე სააზღვარგარეთ გაემგზავრებოდა,მაგრამ მანამდე იქ გამგზავრების თადარიგი დაიჭირა. რაც შეეხება პუნქტუაციას,ახლავე ჩავასწორებ,მძიმე გამომრჩენია,მაგრამ არა ორი,არამედ ერთი,მერე-ს შემდეგ საჭირო აღარ არის. კიდევ ერთხელ - დიდი მადლობა! თეკლას!მადლობა საქმიანი შენიშვნებისთვის.``გამოშუშ-ება``,ცხადია,ებ-თემისნიშნიანი ზმნაა.``გამოშუშვა`` - სლენგია,პოეტური ლიცენცია,მე ეს უკანასკნელი გამოვიყენე,რადგან მინდოდა მეთქვა,რომ სიყვარული კი არ მორჩა,განიკურნა ჩემს ხელში,არამედ,გამოიშუშა ,მოიმყუდროვა,მოიხალისა,იამა და მიმატოვა,ვიდრე სააზღვარგარეთ გაემგზავრებოდა,მაგრამ მანამდე იქ გამგზავრების თადარიგი დაიჭირა. რაც შეეხება პუნქტუაციას,ახლავე ჩავასწორებ,მძიმე გამომრჩენია,მაგრამ არა ორი,არამედ ერთი,მერე-ს შემდეგ საჭირო აღარ არის. კიდევ ერთხელ - დიდი მადლობა!
11. სიხ, ეგ კაცზეა დაწერილი, თან პროზაა. აქ კიდევ ქალის შესახებ შეთხზული ლექსია. სიხ, ეგ კაცზეა დაწერილი, თან პროზაა. აქ კიდევ ქალის შესახებ შეთხზული ლექსია.
10. გამოშუშულმა თუ გამოშუშებულმა?
ჯერ რომ გაბზარა, მერე, შიგნიდან გამოტეხა-სასვენი ნიშნები უნდა აქ.
პატივისცემით :)
გამოშუშულმა თუ გამოშუშებულმა?
ჯერ რომ გაბზარა, მერე, შიგნიდან გამოტეხა-სასვენი ნიშნები უნდა აქ.
პატივისცემით :)
9. ყოველ ნაბიჯში ირყევიან სიპი კითხვები...
5 :)
ყოველ ნაბიჯში ირყევიან სიპი კითხვები...
5 :)
7. კარგია, მეტკინა და გამიხარდა თანაც...8 კარგია, მეტკინა და გამიხარდა თანაც...8
6. ზღვის პირას სველ სილას,მიუყვება ხან ერთი და ხანაც ორი კაცის ნაკვალევი -ეს ვისი ნაკვალევია ,უფალო? - შენს მიერ განვლილი გზაა ,შვილო ჩემო -კი მაგრამ ,ეს მეორე ნაკვალევი ვისია? -ეს ჩემი ნაკვალევია,მე ხომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყავი . -და მაინც მიგიტოვებივარ უფალო,ზოგჯერ სილას მარტო მიუყვება კვალი ჩემი -შენ ცდები ,შვილო ჩემო ,მარტო მიმავალი კვალი ჩემია,მე ხომ შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხელში აყვანილი მიმყავდი ...
ეს ჩანახატი ''იდეით'' ''კონცეპტით '' თუ რა ვიცი გავს ამ ლექსს. ეს თქვენი ლექსი...დღეს............ძალიან მჭირდებოდა... მადლობა. ნინო............... ზღვის პირას სველ სილას,მიუყვება ხან ერთი და ხანაც ორი კაცის ნაკვალევი -ეს ვისი ნაკვალევია ,უფალო? - შენს მიერ განვლილი გზაა ,შვილო ჩემო -კი მაგრამ ,ეს მეორე ნაკვალევი ვისია? -ეს ჩემი ნაკვალევია,მე ხომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყავი . -და მაინც მიგიტოვებივარ უფალო,ზოგჯერ სილას მარტო მიუყვება კვალი ჩემი -შენ ცდები ,შვილო ჩემო ,მარტო მიმავალი კვალი ჩემია,მე ხომ შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხელში აყვანილი მიმყავდი ...
ეს ჩანახატი ``იდეით`` ``კონცეპტით `` თუ რა ვიცი გავს ამ ლექსს. ეს თქვენი ლექსი...დღეს............ძალიან მჭირდებოდა... მადლობა. ნინო...............
4. რა სიუსფთავეა 5 რა სიუსფთავეა 5
2. ნინო...:)...5 ნინო...:)...5
1. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|