ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2008


=ერთი წამი=

                      =ერთი წამი=



დროის ხანგრძლივობა:
ერთი წამი,და ოდნავ მეტი.
შეგრძნების წონა:
ერთი ტონა,ან ოდნავ მეტი.
…დევს ჩემს ხელის ქვეშ
შენი მკერდი-და ზუსტად ერთი.
მეორე ხელში-მეორე მკერდი.
ეს ყველაფერი გასაგები-
სტანდარტულია...
გაუგებარი და დიადი
ალბათ ღმერთია...
ესეც სულ ასეა
ყველა დროში...
ღმერთი მკერდია…
ან პირიქით:
მკერდი ღმერთია.
მოკლედ,შეგეხე,შეგიგრძენი,
მკერდზეც გიკბინე…
უცბად დაგშორდი…
და მანძილი 100 მილია…
მერე ვიგრძენი
უეცარი
არასტანდარტი…
…………………….
დროის ხანგრძლივობა:
ერთი წამი,და ოდნავ მეტი…
შეგრძნების წონა:
უთვალავი მილიგრამი ან ნოლი ტონა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები