ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2012


მუშა ფუტკარი

დაიარება ტროტუარზე ზამთრის სუსხივით
თვალებმძვინვარე ავდარი და აბნევს მიმავალთ.
ჭირს გაარკვიო, რა იქნება, როცა გარემო,
თავგამოდებით,სამომავლო ამინდს გიმალავს.

თუმცა, რაც უნდა მოუვიდეს ზეცას, მოწმენდილს,
ღრუბლისგან იყოს თუნდაც სულ მთლად თავისუფალი,
სად გაექცევა დილით ადრე ადგომას, შრომას
მუშა ფუტკარი,
ადამიანი?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები