ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩერქეზი ლუბა
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2008


ლუბა დაფასთან!

და აი მე წინ მიზის მასწავლებელი და მიხსნის რომ:
-კოვალენტური ბმა ეწოდება...
და ჩემ თვალწინ ჩაირბენენ ერთმანეთზე ვარდისფერი ლენტებით გადაბმული ვალენტები
(ვალენტი რა არის არც მე ვიცი)
მიხსნიან რომ:
-პითაგორის თეორემის თანახმად...
და ჩემს თვალწინ ვნებააშლილი მონაკვეთები შეკრავენ სამკუთხედს და გიჟებივით იწყებენ ცეკვას...და მე ტაშს ვუკრავ
რატომღაც გაკვირვებული თვალებით მიყურებენ
მიხსნიან რომ:
-ამ ლექსში გალაკტიონმა ღმერტი დაკარგაო...
და მე ვხედავ გალაკტიონის მსუბუქ ნაბიჯებს...სადაცაა მიწას რომ უნდა აცდეს
და მაინც...არ მიყვარს გალაკტიონი
კიდე მრავალჯერ ამიხსნიან რომ:
-მიზიდულობის ძალა ეს არის...
და მე კიდევ მრავალჯერ მეგონება რომ ეს ის ძალაა ჩემი ქუჩიდან შენსაზე რომ მახვევინებს...ჩემდაუნებურად
ესეც ვთქვი ერთხელ დაფასთან მდგომმა და გა"ოც"დნენ
კიდევ ბევრჯერ მეტყვიან რომ:
-"ეს უკვე დამტკიცებულია!!!!"
მე კიდევ ბევრჯერ შემოვკრავ ტაშს ბავშვური აღტაცებით და მეგონება რომ რაღაც ახალი გამოვიგონე...
ვინ იცის მერამდენედ მეუბნებიან, მაცვენე რუკაზე საქართველოო
და ვინ იცის მერამდენედ ვარიდებ თვალს რუკის იმ პატარა , ძალიან პატარა მონაკვეთს საქართველო რომ ქვია...
ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს მეგონება, რომ ძალიან დიდია საქართველო
და სკოლაში ჩემს მშობელს დაიბარებენ...
არ სწავლობსო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები