ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთო
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2012


* * *

მესამე დღეა წახვედი უკვე...
და ჩემს ცხოვრებას დავარქვი სცენა
ფრანგი მეძავის, რომელზედაც, ითამაშე ბოლოჯერ როლი
დავყარე ძვლები, მარტოობის ვისწავლე ენა
და ეხლა მართობს სიგარეტის კვამლი და რგოლი,
რომელსაც ვერ ცნობს შემკრთალი ვენა
და იმალება სისხლძარღვებს შორის,
ყოველი ერთად განცდილი ოხვრა.
გაივლის წლები, არ ვიცი როდის,
მაგრამ უთუოდ ვიცი, რომ მოხვალ
მოხვალ და ზეცით ამოდგმულ ლაგამს
დაუწყებ მოცლას... დაგხვდები მკრთალი
ურნა, რომელშიც ცხოვრება ნაგავს
წლებია ყრიდა და ვიღაც მთვრალი
ჩემს გვერდით კახპა იდგება მშვიდად...
არადა მახსოვს რარიგ შვენოდა
წინა ცხოვრებას ფოთლების ცვენა,
გამოვარდნილი სადღაციდან ქალაქის ჭორი
მესამე დღეა წახვედი უკვე...
და ჩემს ცხოვრებას დავარქვი სცენა,
ფრანგი მეძავის, რომელზედაც, ითამაშე ბოლოჯერ როლი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები