ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2012


თათმანი

დალიე ყავა და შენ ახლა ვფიქრობ,რომ გზაში ხარ,
მიდიხარ ყვითელი მარშუტკით,ან ლურჯი ვაგონით,
შემთხვევით,ან განგებ შენ ჩემთან შეხვედრა გაშინებს,
გული სხვას განიშნებს,თუმც უფრო შენ უსმენ გონების
ხმასა და მე შენთვის სამყარო ლექსებად დავშალე,
მე ჩემმა სამყარომ კვლავ შენთვის ლექსებად დამშალა,
ბედი კი საფრდება ზურგსუკან და უფრო ავშარი
არის და მაგ თმათა სიმორცხვე შენს მხრებზე გაშლილი
თვალს მტაცებს,მიზიდავ...დრო გარბის ვით ტყეში კანჯარი,
წლები კი თითებში გაწყვეტილ მძივივით დაგვებნა,
მწუხრისას გააღე შენ ჩვენი ოთახის ფანჯარა,
რაფაზე მთვარე წევს მოთეთრო,ნიგოზის ლებანი
და ასე დავეძებთ მე და შენ ფიქრებში ერთმანეთს,
შევხვდებით,მე შენი თვალებით შევხედავ ალიონს,
ოქტომბრის ფოთოლი-(დავარდა მიწაზე)თათმანი
შენი და სურვილი მაგ მორცხვი ბაგიდან დავლიე..

                                                            დმ.  08.03.2012.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები