ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთო
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2012


უსიგარეტოდ

დამბალ სიგარეტს ვერ წაატანა ასანთმა ცეცხლი
იდექი მარტო ,გარეთ ხმა იყო გამწყდარი სიმის,
იყავი მოძმე შუა ზამთარში დარჩენილ მერცხლის
და თეთრი თოვლი შენს თვალებს მიღმა მარხავდა თბილისს,
უაზროდ დიდხანს გაწელილ დროში...
შენ კი არ გქონდა ერთი მომენტიც,
არცერთი გზა და არცერთი გროში,
თუმცა ქალაქის გერქვა პოეტი
და ესე, მარტო იდექი თოვლში,
რომელიც ერთხანს გართობდა კიდეც,
როგორც პატარას ფერადი შარფის ტრიალი ქარში
ეძებდი კიდეს, ჭაღარა თმებში დამდგარი ბავშვი
რომელიც წუხდა და უკვე სხვა ფრთებს ვერასდროს გაშლის..
ჯიბეში თეთრი ლექსების გროვა, ერთი სონეტა
თითქმის დაცლილი ტუშის კალამი და ამარეტო,
ქალაქში თოვდა და შენც ქალაქი გთვლიდა პოეტად
შენ კი იდექი ვარდისფერ თოვლში უსიგარეტოდ.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები