ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2012


***

მწვავე ნერვიული აშლილობა,
ანუ საბოლოოდ მოიშალა
– ჩემი კლავიშებად დაწყობილი
– ყველა ნერვიული საფეხური,
შენ რომ ასე მშვიდად გატარებდნენ.

ახლა დემონს მინდა გადარებდე,
ჩემი ყველა ტანჯვა მოგაკერო
– ფართო ბეჭებზე
და არ გამიშვა.

მარტო ვერ ვივარგებ ცოდვის მზიდად,
მსურს მაზოხისტურად მაწვალებდე,
ხანაც გიყვარდე და ხანაც კიდევ,
შენი უსასრულო თვალებიდან –
ზიზღის ნაპერწკლები მეყრებოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები