ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შ.პ.ს/უჩინარა/
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2012


შენ

სულის გრიგალმა  გაარღვია სულის წვის ცეცხლი,
შენზე საფიქრალს შემოენთო უქრობელ ხანძრად,
ყმაწვილკაცობის დროინდელი  გრძნობები ცხელი,
წამოიშალა და გულისთქმის წინ აღდგა ხანჯლად.
             
ჩემს სულის ლიბოს კვეთს ხანჯალი დაუზოგავი
გულს ფლეთს  ფიქრები შენზე ასე მოუსვენარი
დე მარად ვიქნე შენი გრძნობის სიღქმის მზომავი
და სისხლი ჩემი იყოს შენი გულის მწევარი

წუთისოფელის ბილიკებზე, დე ქროლდეს ერთად
სულები ჩვენი  გრძნობის ალში ნაწვავ-ნადაგი,
და სიყვარული წინ გვიძღვოდეს სიცოცხლის ღმერთად,
ურთიერთ ხილვა ტკბილი იყოს როგორც ბადაგი

დე შვილებს ჩვენსას წინ უძღვოდეს როგორც ალამი
ჩვენი ფიქრები,ჩვენი  საქმე, გრძნობა ხალისი,
მამულის მიწას დავეპკუროთ როგორც ცვარ-ნამი,
მისი დიდება გახდეს ჩვენი გრძნობის კარნახი

------------------------------------

წუთისოფელის ბილიკებზე, დე ქროლდეს ერთად
სულები ჩვენი  გრძნობის ალში ნაწვავ-ნადაგი,
და სიყვარული წინ გვიძღვოდეს სიცოცხლის ღმერთად,
ურთიერთ ხილვა ტკბილი იყოს როგორც ბადაგი


1977 წელი (ლევან კაკაურიძე<უჩინარ>)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები