ვარსკვლავები შევცქერი ცის გუმბათს,დაკიდულ ვარსკვლავებს და მათი ციმციმე ჩემში ძრავს ქარიშხალს ერთბაშად ვმაღლდები მიწიდან ზეცისკენ და სულის გრიგალი მიკიდებს ცეცხლის ალს.
რა არის ასეთი, ასე რომ ციმციმებს და კაცის გონება ვერ წვდება მის სიბრძნეს იქნებ იქ ყვავილთა სამყარო კისკისებს, და ხალხთა ღიმილი გვიგზავნის თვის სხივებს...
1977 წელი (უჩინარა)
...................................... შენი ბაგეები შენს ბაგეებს მწველს მიმზიდველს და ნეტარს დავუპყრივარ,ვესწრაფები მის ნექტარს, თუ ვიგემე უკვდავებას მოვიმკი, რომ იცოდე შენსკენ როგორ მოვილტვი, ნეტავ იმას ვინც მაგ ბაგეს იგემებს, გრძნობის ზღვაა, მასში თუკი იგემებს ჩემი გემი ნეტავ მასში იძიროს, ამით სულში სევდის ფესვი იძიროს რომ იცოდე ცეცხლად როგორ მედები, შენი ცქერა მკურნავს როგორც მედდები, თუ არ გიცქერ ვგიჟდები და ვბერდები ახლოს მოდი მუხლმოყრით გევედრები, შენი ბაგის ეშხი მწვავს და მაწამებს უშენობა წლებად მიქცევს ამ წამებს, შენი ეშხი ღმერთის ძალას მაწამებს, რომ იცოდე როგორ მატკბობ მაწვალებ, ღმერთო ჩემო უშენობით ვილევი თვალებში კი ღვინოსავით ვისმები, გეთაყვანე შენი ბაგე მკლავს მათრობს მზის სხივი ვარ უშენობა კი მაქრობს. შენი ბაგის ეშხი ტურფავ დამადნობს ისე მაბნევს,მგონი ეშმაკს გამანდობს, ნუ მარიდებ მაგ ბაგეებს იცოდე, თორემ ცეცხლად გადვიქცევი იცოდე, მსურს ჩემ გრძნებებს ამდაგვარად იცნობდე თუ ვერ მოგწვდი აღარ მინდა სიცოცხლე, მე არ მინდა შენი მკერდი და წელი, და არც შენი წამწამები მიზიდავს, მათრობს მხოლოდ შენი ბაგის ლეფერი მკვდარი ვიყო ამომიყვანს მიწიდან....
ჰოი ბაგეები ტურფა ბაგეებო, ქალის სილამაზის მფენო გამგებელნო გრძნობის ამშლელებო,გრძნობის ქარიშხალო ჩემო სიხარულო, ჩემო დამტანჯველო.
ჰოი ბაგეებო , ტურფა ბაგეებო ჰოი ბაგეებო ,ჰოი ბაგეებო ................................................................................
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|