შენ შავ თვალებს
შენ შავ თვალებს ,შავ თვალ წარბებს ვნებით სავსე ბაგის ცვარნამს სინატიფეს და სინაზეს, ვნებიან გულს უშრობ ბადაგს
მოცქრიალე თვალის ციმციმს სველ ბაგეზე გრძნობის თამაშს შენს გულ მკერდზე აბრეშუმის ძაფით ნაქარგ იასამანს, და ნაზ ზელებს გრძნობის თასმებს წაბლისფერ თმის ელვარებას წელის რხევას მკერდის ცახცახს ჩემს გძნობებთან შედავებას შენს ბაგიდან ამოსუნქვას და ჰაერის ტალის შრიალს შენი ჩუმი ჩაღიმების ჩემს გრძნობებთან შფოთს და გრიალს და შენს თვალთა გამონაშუქს გრძნობის ისრებს,ვნების ისრებს, საოცარი სახე შენი გრძნობის თასს რომ ვნებით მივსებს დავუპყრივარ სულ ერთიან ჩემი გული, ჩემი გრძნობა დავცემულვარ შენს მუხლებთან, და შემყრია გრძნობის კრთომა შულ მთლიანად გადამკარგა შენი გრძნობის ჩქერში ჩამრთო ამიყვანა გრძნობისმთებზე და უფსკრულიპირას დამდო ჩამრთო გრძნობის ქარიშხალში სისხლს ხანძარი გაუჩინა, და ჩემს გულში ტრფობის ხანძრის მეხანძრე არ გაუჩინა და ვიწვები გრძნობის ცეცხლში იწვის გრძნობა იწვის გული მომაშველე შენი გრძნობა მომაშველე სიყვარული
1978 წლი(ლევან კაკაურიძე) -------------------------------------- ---------------------------------- ------------------------------------- ... რას ვინატრებდი ...
მე პირველ რიგში მინდა რომ ჩავწვდე ჩიტების ენას,ყვავილთა ენას რას ჭიკჭიკებენ რას ჩურჩულებენ არას მოუთხრობენ "ადგილის დედას" მინდა თვალთხედვა რომ შევაპარო უფსკრულთა ფიქრში მწვერვალთა გულში, მთის ჩანჩქერების სუნთქვით ვისუნთქო და ბინა ვპოვო შვლის ნუკრის სულში. მინდა ვიცოდე რას ფიქრობს ჩვენზე ია და ვარდი ახლად მოსული რას ედავება ქარიშხალს კლდეზე მხრებშელეწილი მუხა ეული რა გრძნობა არის რაზეც ტიროდა გაუთავებლად წკრიალებს ცაში და ვარსკვლავთ ღიმილს რომ გაეტოლა წყალმცენარეთა კისკისი ზღვაში მსურს რომ ვიპოვო საწყისი წყარო, ზნედაცემისა მტრობის და შურის და ძალა მქონდეს იგი დავახმო ვით მუშჳს მუშტმა გვირგვინი მეფის, მინდა რომ ჩემმა სიტყვამ იქუხოს როგორც "ავრორას" ზალპმა მრისხანემ მშრომელთა გულში გზა გაიკვალოს ჩემი ლექსების აზრთა სიცხადემ მსურს რომ გარდვიქმნა ნგრგვინავ ქარიშხლად გადავაქუხო მთელი პლანეტამ შრომელ კაცისთვის ვიქცე დაისად და მისი მტრისთვის რისხვის რაკეტად
1976 წელი(ლევან კაკაურიძე <უჩინარა>)
---------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------- ...გიქებ...
მთებში ჩხრიალიდ გზას რომ მიიკვლევს ჩემი მამულის წყარო ანკარა მასში ღიღინებს ჩემი სიცოცხლე და ჩემი გრძნობის მძლავრი ნაღარა. დამღალა ფიქრმა მამულის ბედზე და სიყვარულმა გამიკრთო ძილი, სული ეხვევა მის წყაროს ფესვებს ესათუთება ვით მამას შვილი გრილი ნისლი და უკვდავ მალამოდ გადამფენია გულის სარქველზე ცვარი ნისლიდან ჩამონაჟონი გრძნობად იღვრება სულის სათქმელზე და ეს სათქმელიც მხოლოდ შენია, შენთვის დავწანი სიტყვის გვირგვინი სულ მთლად შენია რაც კი ჩემშია შენია ჩემი ლექსის ღიღინი შენია ჩემი სულთქმაც და გულთქმაც, მე შენ სიყვარულს სანთლებად ვინთებ, სიტყვას გარდავქმნი დიდების თასად გმირულ საქმეებს გიქებ და გიქებ. მთებში ჩხრალით გზას რომ მიიკვლევს მამულო შენი წყარო ანკარა მასში ღიღინებს ჩემი სიცოცხლე და ჩემი გრძნობის მძლავრი ნაღარა. დაღვარა მუზამ რითმის ყანწები შენს ველ-მინდვრებში სიტურფის ტბებად შენი ხატულა მსუყე ყანები სულში იჭრება სიცოცხლის ღმერთად შენია ჩემი სულთქმაც და გულთქმაც, მე შენ სიყვარულს სანთლებად ვინთებ, სიტყვას დაგიწნავ დიდების თასად გმირულ საქმეებს გიქებ და გიქებ..
1982 წელი (ლევან კაკაურიძე)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რამდენიმეა სწორი ფორმა. :) რამდენიმეა სწორი ფორმა. :)
2. პატივისცემა გვერდის ავტორს,რომ არ ივიწყებს ბაბუის ნაშრომს,(აუ,შემომერითმასავით) :)) ლექსებზე ვერაფერს ვიტყვი,ან არ ვიტყვი....:) პატივისცემა გვერდის ავტორს,რომ არ ივიწყებს ბაბუის ნაშრომს,(აუ,შემომერითმასავით) :)) ლექსებზე ვერაფერს ვიტყვი,ან არ ვიტყვი....:)
1. დროში ჩაკარგული რამდენიმე ლექსი დროში ჩაკარგული რამდენიმე ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|