ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სენსეი აქუ
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2008


კაპიტალიზმი ბუდეა ბოროტებისა!

უკაცრავად ახალგაზრდავ ერთ მშვენიერ დილას კეფაზე ამოსული ხალით რომ გაიღვიძოთ რას იზამთ?
უკაცრავად ახალგაზრდავ იცით მე ნაძალადევად არაფერი გამომდის
-იცით მე სულაც აღარ ვარ ახალგზრდა
დილით სახლში თუ გამეღვიძა, მუსიკას ვრთავ, სიგარეტს ვუკიდებ და ვცდილობ მართლა წარმოვიდგინო ჩემ კეფაზე ხალი.
უკაცრავად ახალგაზრდავ იცით რომ კინოსიტა მოკუტარო იაპონელი დრამატურგი, პოეტი და ექიმ იყო?
ახალგაზრდავ იცით რომ ეხლა მე და შენ რომელიღაც იაფფასიან ბარში ვიმყოფებით და რასაც ეხლა ჩემს შესახებ მოგიყვებით არც ერთი სიტყვა არ იქნება მართალი
დილით სახლში თუ გამეღვიძა, ჩავრთავ ჯარეტის რომელიმე სოლოს , ბოლო ღერ სიგარეტს მოვუკიდებ და თვალებდახუჭული წარმოვიდგენ როგორ დგახარ მეტროს სულ ბოლო ვაგონში. ვარდისფერი გემები ყველაზე დიდ წრეს უვლიან მიზნამდე მისასვლელად.
უკაცრავად ახალგაზრდავ რას ფიქრობთ ამ თვითმკვლელობაზე?
უკაცრავად ახალგაზრდავ ბრალდებულები ასე არ ტირიან
-დილა ტუ ისევ ჯიუტად თენდება მეც ჯიუტად ვუკიდებ მორიგ ღერს და მეეზოვეებთან გავდივარ ახალი სტატიის გასარჩევად მორიგ გაზეთში.
-ღას ას ას ას ოს, ღას ას ას ას ოს, ღას ას ას ას ოს
ჭაღზე ფეხებით დაკიდებული მეჭყანება და ბრუბეკის რიტმებს ყვება ჰოლმე, დააააან დან დან, ხანდახან მუცელზეც იტყაპუნებს ხელებს და გულიანადაც ხარხარებს, რაც მთავარია ძმაკაცისთვის მობილის დალომბარდება გრეხად არ მიაჩნია
კიდევ კარგი სიგარეტი და ბალიშზე სუნი მაინც დამრჩა შენ მოსვლამდე


ეხლა მეზარება გაგრძელება ხვალისთვის გადავდოტ, გავალ იქნებ ჯერ ისევ არ წასულა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები