ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2008


=Final Live=

=Final Live=
(ხიროსაკული)




მიგრძენი…
მიგრძენი…
მიგრძენი
და
აღარ მოკვდები,
ანუ მოკვდები…
ისუნთქე…
იმღერე,
რომ მქონდეს სურვილი
თმები მოგწიწკნო…
მომხატე,
მოგხატავ…
ან გადამშალე,
რომ აღარ გეძებო
შეღებილებში-
არ დამეკარგო!
რომ
აღარ მოვკვდე-
მომბეზრდა უკვე-
შვიდასჯერ მოვკვდი!
ვერ შევეჩვიე…
არ გინდა!
არ გინდა!-ნუ მომილოცავ
ბინძურ ახალ წელს!-
ნუ გადამღებავ!
არ შეიფუთო
უნიჭობით გაჟღენთილი,
ან საახალწლო
საჩუქარივით-
ნუ მეჩუქები!
………………
უბრალოდ,
ჩუმად,
ტკივილამდე,
როგორც პირველად,
ანუ არასდროს…
ჩუმად იმღერე…

      2008წელი/11იანვარი(დილა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები