ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2012


ვნება მორეული ა-რითმია

მაშინ როდესაც, კატებიც კი გაურბიან მისტიურ ღამეს
მაშინ როდესაც, ცა დაანთხევს მიწას ცრემლებად
ნაზ სიოს ნაცვლად ქარიშხალი გაგვიფენს ფარდაგს
და შემოგახევ ქალწულობას მიჩვეულ კაბას

კურდღლის ყურივით, დაცქვეტილი მკერდის კერტები
უხეში ხელის შეხებისას იბერებიან...
და მეოცნებე პოეტივით თავისუფალნი
ბანჯგვლიან ტორებს, გაღეღილნი ეგებებიან

უხეში წვერით, უხეში კოცნით, გადაღლილ ბორცვებს
დილის ნამივით დაედებათ ოფლის წვეთები
ვნებამორეულ, აღელვებულ ტალღებში შეხვალ
ან გაფრენილი ვარსკვლავივით, ზეცას მოსწყდები...

შემდეგ, აკეცავს ქარიშხალი დაგებულ ფარდაგს
დახეულ კაბას მორცხვი მზერით მოუხდი ბოდიშს
გაგახსენდება რომ წამის წინ გემოსა ფატა
და კოსმიური აღტაცებით, აგხადეს იგი...

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები