ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2012


პასუხი ჰესეს...

როცა სარკეში მეპრანჭები გავხარ ბერლიოზს !
სიგიჟეს ვხედავ ორეულის ქვის სარკოფაკში
შენთვის ყოველი მატერია ნიშნავს გარდერობს
გახრწნილ ტანსაცმელს როცა ჩქმალავ ცისფერ უჯრაში.
როცა სარკესთან მოგადგება ნიღბების დასი
თუ ის მცირეა, ირჩევ მაინც ადამიანურს...
შემდეგ მოიხსნი დაგჩნდება ნიღაბის კვალი
იმწამს ჩაქვრება რაც დაგრჩენია ამბოხის მსგავსი
როცა სარკესთან იყურები საკუთარ თვალში
წითელი სისხლი მოგაწვება, როცა შეიგრძნობ
რომ, თოჯინა ხარ, უსუფთაო პატრონის ხელში
და გაზუნტლული თოჯინითვე თვითონ თამაშობ
როცა გგონია ლექსის წერა გაგაპარტახებს
გინდა გაექცე სიგიჟეებს სტროფები რომ გთხოვს
გინდა რომ მოკვდე, როგორც ყველა,სიმწუხარეში
და დაგიტიროს მხოლოდ და მხოლოდ, მშობელმა დედამ !
სარკესთან მდგომი ვევედრები ამას ორეულს
მას კი მოწყენით თვალზე ცრემლი ვითომ ადგება
და სევდიანად, მლიქვნელობით, ჩუმი ჩურჩულით
ჩემივე სულის პორტრეტისთვის შტრიხებს მკარნახობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები