ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2012


facepalm

“უთხარი მას რომ ცაზე 9543234546364523 ვარსკვლავია და ის დაგიჯერებს, მაგრამ უთხარი მას რომ ეს სკამი ამ წამს იქნა შეღებილი და ის აუცილებლად შეეხება მას თითით” – ბერნარდ შოუ

ყველაზე მეტად ის მიხარია რომ შემიძლია შენს გამო ვწერო
შენს გამო გავიხადო
შენს გამო ვისუნთქო
შენს გამო საღებავები შევიძინო
შენს გამო გემები ავაგო
შენს გამო გავდე ფერმერი
ვიყოლიო ბევრი ძროხა ქათამი და ცოტა ძაღლი
შენს გამო ტყუილს თვეში ერთხელ ხარკი გადავუხადო
მეტიც ხელები დავუკოცნო
შენს გამო შევიყვარებ
ზამთარს
გაზაფხულს
შემოდგომას
ზაფხული ხომ უკვე ისედაც მიყვარს
შენს გამო მიხარია რომ ვარ
შენს გამო მრცხვენია რომ ასეთი
შენს გამო ხშირად ვფიქრობ
შენს გამო ნელა ვკვდები
ხომ ხედავ რამდენ რამეს ვაკეთებ მე
შენს გამო
ვცდილობ მანც.
ხოდა შენც გამო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები