ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: საბავშვო
2 აპრილი, 2012


ვითომ-ვითომ-ვითომ

რომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო
უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს,
უცხო ამბებს ყვება თვითონ,
ჩვენც გვართობს და თავსაც ირთობს.
ამბობს: - ტყეში სოკოს ვკრეფდი,
ვნადირობდი თანაც ხმლითო
და საღამოს დიდი დათვი
მოვიყვანე კალათითო.
იქა მყავდა მამლაყინწაც
გაჰყიოდა მთელი ხმითო,
მერე მანაც ივაჟკაცა,
დაიჭირა მელა ფრთითო.
ჩვენი მურას გმირულ ამბავს,
გაიოცებთ, აღარ მკითხოთ, -
ერთ ფერდობზე სამი მგელი
დაატყვევა ხაფანგითო...
- ნუ გვატყუებ, ბიჭო ნიკო,
აღარ მოგცემთ წაბლს და თხილსო!..
- რად არ მომცემთ წაბლს და თხილსო?
ეს ამბები მეტიც ღირსო.
ზღაპრად ვყვები, რასაც ვფიქრობ, -
ვითომ-ვითომ, ვითომ-ვითომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები