ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუციტა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2012


მზისფერთმიანი

მზისფერი თმებით...ბავშვურად გაწეწილი...ზის ყვავილებში  ისეთი , ჯერ რომ არ მინახავს  და საოცარი  სიმშვიდით აკეთებს გვირილების სამაჯურს ჩემთვის...
გაუაზრებლად ვუყურებ ჩემს მარჯვენა ხელს...
გულაღმა ვწვები ..თვალებით ცისკენ... ვგრძნობ მიწის სუნს.. სიმწვანის ფერს..და ეს ჰაერი მინდა ერთ ჩასუნთქვაზე ჩავუშვა ფილტვებში....
მიახლოვდება... მუხლებზე დგება..პაწაწინა ხელებით მეფერება სახეზე ...
სითბოდ მეღვრება სხეულში მისი შეხება და თვალებდახუჭული ..მდუმარედ ვუსმენ საკუთარი გულის ცემას....
-შენ კი არ გინდოდა აქ წამოსვლა-მეუბნება  ცოტა საყვედურით ხმაში
არაფერს ვეუბნები...მხოლოდ მკლავს ვშლი ეხლახანს რომ სამაჯური შემაბა ზედ..გვერდით მიწვება... გული უცემს....თმები უბრწყინავს და თვალები უციმციმებს..მე მიყურებს.. არც ცას..არც ამ მთებს..არც ყვავილებს არც მზეს..მხოლოდ მე...ჩემით სუნთქავს მგონია...მან მე მომიპარა...აქ ჩამომიყვანა გამართო ამ სილამაზით და თვითონ ჩემით ტკბება...გული მითბება...გრძნობები სისხლში გადამდის..ამყავს.. ვიკრავ ისე, რომ სუნთქვა შეეკრას..ეტკინოს..შემი სიახლოვე სხეულში გაუჯდეს,  დაამახსოვრდეს... რადგან მკლავს, რომ მას ასე შეუძლია უყვარდეს ..მინდა დავამახსოვრდე და მეც სამუდამოდ ჩემში დავტოვო ეს სუსტი გულისცემა....
***

კოტეჯში შესვლის წამიდან ვიკრავ...ვკოცნი ...ისიც მყვება ... უფრო ქალური ვიდრე ოდესმე..
ვიცი არ შეიძლება.. არ მინდა სინანულად ვუქციო ამხელა სიყვარული...
სისუსტეს ვგრძნობ...
ტუჩებით ჩემს შუბლს ეხება..
- სიცხე გაქვს- მეუბნება უცნაურად შეშფოთებული
სიცივე მთელს სხეულში
მაწვენს..
დიასახლისი შემოყავს..
არასოდეს მქონია სიცხე..
-მიწაზე იწვა-ცრემლებით ევსება თვალები..
თერმომეტრი 39-ს  აჩვენებს .....
-ექიმს დავურეკოთ- ეჩურჩულება ... ღამის 2 საათია ...-არაფერია ძლიერი ორგანიზმი აქვს...  .-დამწევი დავალევინოთ..
მასმევს წამალს...ვიწვი...შუბლს მიწმენდს პაწაწინა ხელებით მზისფერთმიანი ბავშვი.
ერთადერთ საწოლზე მე ვწევარ.. ჩემს თავთან სკამზე ზის მოკეცილი ფეხებით და მდარდობს... არასოდეს მინახავს არც ამხელა დარდი...
ისე გულწრფელია ჩემს სიცოცხლესაც დაუფიქრებლად ვანდობ..
-როგორ ხარ ჩემო..-მეკითხება და მეფერება თვალებზე..წამწამებზე...მე მას ვკლავ ..ხმას არ იღებს რატომ არის ეს ბავშვი განწირული...რადგან ვერ ვხვდები რას ნიშნავს ჩემთვის...
-ჩემი...ჩემი..- ძილ-ბურანში მესმის მისი ჩურჩული..
თვითონ  არ დაიძინებს ალბათ...
***
მზის სხივები თვალის კუთხეებთან..
თამბაქოს სუნი ნესტოებში..
ვუყურებ..
-სიცხე აღარ აქვს-მეუბნება ხალათმოსხმული..თმებდაუვარცხნელი სიგარეტის წვრილი ღერით ხელში..
ქალი რომელთანაც სარეცელს ვიყოფ..
-რამდეჯერ გითხრა ნუ ეწევის ბავშვის ოთახში- ნერვები ყელში
-შენ ხომ არ გაგითევია ღამე-მეუბნება დამცინავი სიმშვიდით
სიბრაზისაგან არაფრის თქმა არ მსურს..
ისევ ვხუჭავ თვალებს იქნებ იმ დილას გამომეღვიძოს მზისფერთმიან ბავშვთან ყაზბეგში.
როცა მაბოდებდა სიცხისგან..როცა ნამიან შუბლს მიწმენდა პაწაწინა თითებით არა ვადებულების გამო...ისე ...
სხეულში სინანული ტკივილად მივლის...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები