ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი, მაგრამ ვერ დამინახე.
ვერ დამინახე, რადგან ”პატარა” მერქვა... შენ კი... შენ გერქვა ნიკაც, ირაკლიც, ბექაც...
გიორგიც, დათოც ჩემთვის შენ იყავ მაშინ... მე კი - სახელიც არ მქონდა! უხმო აჩრდილს ვემსგავსე, ჩუმად მიგაცილებდა მზერა ჩემი თვალების... შენ ეს იცოდი, მჯერა!...
თუ ბედისწერა მოთმინებისთვის მცდიდა, რად არ მაჩუქა იმედი, ერთი ციდა?!
რად დამიტოვა მხოლოდ თვალები სველი და არასოდეს გამომიწოდა ხელი?!...
დრო გადიოდა... (”დრო დროზე ჩქარა” გადის...) იმ მოთმინებას, მერე, დაერქვა ”დარდი”....
და აი, ერთხელ ვეღარ მომწყვიტე თვალი, - იმ ციცქნა ბავშვში ”აღ-მო-მა-ჩი-ნე” ქ ა ლ ი!
ჰო, გავიზარდე!... უკვე მეც მქვია ”დიდი”!... ცეცხლში ჩავფერფლე უკან სავალი ხიდი,
როდესაც მივხვდი, მე სხვას ვხედავდი შენში, - ოცნების რაინდს! და არა მავალს ხვნეშით
კაცს მუდამ, ყველგან ვნებააშლილი მზერით, ხრინწიანი ხმით და გაოფლილი ხელით!
ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
07.04.12.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. კარგი ლექსია მე მომეწონა კარგი ლექსია მე მომეწონა
37. ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
კი, შენ შეგიძლია ამის გაკეთება! :)) ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
კი, შენ შეგიძლია ამის გაკეთება! :))
36. იმ მოთმინებას, მერე, დაერქვა ”დარდი”... ეეჰჰ!!! იმ მოთმინებას, მერე, დაერქვა ”დარდი”... ეეჰჰ!!!
35. დიდებული ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონო თამარ................და შესაბამისად ლექსიც ძალიან კარგია 5++++++ დიდებული ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონო თამარ................და შესაბამისად ლექსიც ძალიან კარგია 5++++++
34. ვაუუუუ......:) 5 ვაუუუუ......:) 5
33. ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე! ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
32. ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
rogor momewonna )) ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
rogor momewonna ))
31. მართალი ხარ, უცნაურ სიყვარულს არ აქვს სახელი. ფრიად მომეწონა! მართალი ხარ, უცნაურ სიყვარულს არ აქვს სახელი. ფრიად მომეწონა!
30. მადლობა ღმერთს, ეს მაინც არაა შენზე! :))) იმდენი წერე ავტობიოგრაფიულები, რომ... კი შეიძლება ესეც ავტობიოგრაფიული ჰგონებოდათ! :) მადლობა ღმერთს, ეს მაინც არაა შენზე! :))) იმდენი წერე ავტობიოგრაფიულები, რომ... კი შეიძლება ესეც ავტობიოგრაფიული ჰგონებოდათ! :)
29. ლექსში ისეთი ლამაზი მარგალიტია გამკრთალი,ეს: "ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!"-სუ რო არაფერი,მარტო ეს დაგაწერინებს,ისეთს,რომ შეიძლება,კლასიკადაც დარჩეს... :) ასე რომ,არის ლექსები,ანუ იბადებიან უკეთესის დასაბადებლად...
წარმატებები...
პ.ს: მომიტევეთ,არ მჩვევია ამდენი საუბარი ...
ლექსში ისეთი ლამაზი მარგალიტია გამკრთალი,ეს: "ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!"-სუ რო არაფერი,მარტო ეს დაგაწერინებს,ისეთს,რომ შეიძლება,კლასიკადაც დარჩეს... :) ასე რომ,არის ლექსები,ანუ იბადებიან უკეთესის დასაბადებლად...
წარმატებები...
პ.ს: მომიტევეთ,არ მჩვევია ამდენი საუბარი ...
28. 27. პოლტეგრეისტი აჩრდილი არ არის, ეს არის აუხსნელი არსება, ასე თვლიან პარაფსიქოლოგები. :) მოსკოვი სავსეა მაგათით და "დამავოებს" ეძახიან, ოჯახის ანგელოზებად თვლიან, შაქარს და წყალს უდგამენ, რომ არ გაბრაზდნენ და რამე არ დაწვან, ან არ იხმაურონ. აჩრდილი გარდაცვლილი ადამიანის ან სხვა სულიერის სილუეტია და პოლტეგრეისტებთან საერთო არაფერი აქვთ. :) ტენდი. 2012-04-09 07:31:59
აი, ამაში მე ვერ დაგეთანხმები, ციცი... რატომ მხოლოდ მოსკოვი? იცი, რამდენია აქაც? და საერთოდ, ყველგან, დედამიწაზე! მაგრამ პოლტერგეისტი სულაც არ არის "დომოვოი"... დომოვოი - ნამდვილად ფუძის ანგელოზია, რომელიც მანამდე იცავს ოჯახს, სანამ არ გააბრაზებენ... აი, მერე არ აქვს საზღვარი მათ რისხვას! არიან თავისთვის, ყველაფერს აკვირდებიან თავისი დიდი, კაკლისმურაბისფერი თვალებით და არაფერს გიშავებენ... ძალიან საყვარლები არიან! :))) 27. პოლტეგრეისტი აჩრდილი არ არის, ეს არის აუხსნელი არსება, ასე თვლიან პარაფსიქოლოგები. :) მოსკოვი სავსეა მაგათით და "დამავოებს" ეძახიან, ოჯახის ანგელოზებად თვლიან, შაქარს და წყალს უდგამენ, რომ არ გაბრაზდნენ და რამე არ დაწვან, ან არ იხმაურონ. აჩრდილი გარდაცვლილი ადამიანის ან სხვა სულიერის სილუეტია და პოლტეგრეისტებთან საერთო არაფერი აქვთ. :) ტენდი. 2012-04-09 07:31:59
აი, ამაში მე ვერ დაგეთანხმები, ციცი... რატომ მხოლოდ მოსკოვი? იცი, რამდენია აქაც? და საერთოდ, ყველგან, დედამიწაზე! მაგრამ პოლტერგეისტი სულაც არ არის "დომოვოი"... დომოვოი - ნამდვილად ფუძის ანგელოზია, რომელიც მანამდე იცავს ოჯახს, სანამ არ გააბრაზებენ... აი, მერე არ აქვს საზღვარი მათ რისხვას! არიან თავისთვის, ყველაფერს აკვირდებიან თავისი დიდი, კაკლისმურაბისფერი თვალებით და არაფერს გიშავებენ... ძალიან საყვარლები არიან! :)))
27. ლექსი მარტივია, მაგრამ სასიამოვნოდ იკითხება. :) მე ჩავთვალე, რომ გოგონამ სახელი არ იცოდა და რასაც უნდოდა იმას არქმევდა. :)
ერთ რამეში კი ვერ დაგეთანხმები, თამარ, პოლტეგრეისტი აჩრდილი არ არის, ეს არის აუხსნელი არსება, ასე თვლიან პარაფსიქოლოგები. :) მოსკოვი სავსეა მაგათით და "დამავოებს" ეძახიან, ოჯახის ანგელოზებად თვლიან, შაქარს და წყალს უდგამენ, რომ არ გაბრაზდნენ და რამე არ დაწვან, ან არ იხმაურონ. :)))))
აჩრდილი გარდაცვლილი ადამიანის ან სხვა სულიერის სილუეტია და პოლტეგრეისტებთან საერთო არაფერი აქვთ. :)
პატივისცემით: ტენდი ლექსს 5 ლექსი მარტივია, მაგრამ სასიამოვნოდ იკითხება. :) მე ჩავთვალე, რომ გოგონამ სახელი არ იცოდა და რასაც უნდოდა იმას არქმევდა. :)
ერთ რამეში კი ვერ დაგეთანხმები, თამარ, პოლტეგრეისტი აჩრდილი არ არის, ეს არის აუხსნელი არსება, ასე თვლიან პარაფსიქოლოგები. :) მოსკოვი სავსეა მაგათით და "დამავოებს" ეძახიან, ოჯახის ანგელოზებად თვლიან, შაქარს და წყალს უდგამენ, რომ არ გაბრაზდნენ და რამე არ დაწვან, ან არ იხმაურონ. :)))))
აჩრდილი გარდაცვლილი ადამიანის ან სხვა სულიერის სილუეტია და პოლტეგრეისტებთან საერთო არაფერი აქვთ. :)
პატივისცემით: ტენდი ლექსს 5
26. 22. ხმაურიანი აჩრდილი ვერც წარმომიდგენია...:) ჭა. 2012-04-08 20:47:19
ხმაურიან აჩრდილს პ ო ლ ტ ე რ გ ე ი ს ტ ი ჰქვია, ნანა... მას შეუძლია ჭურჭელი გადმოყაროს კარადიდან, იწივლოს, უსტვინოს, ცეცხლი წაუკიდოს ავეჯსაც და კედლებსაც... :))) ასე რომ, არსებობენ ხმაურიანი აჩრდილებიც.... :))))) 22. ხმაურიანი აჩრდილი ვერც წარმომიდგენია...:) ჭა. 2012-04-08 20:47:19
ხმაურიან აჩრდილს პ ო ლ ტ ე რ გ ე ი ს ტ ი ჰქვია, ნანა... მას შეუძლია ჭურჭელი გადმოყაროს კარადიდან, იწივლოს, უსტვინოს, ცეცხლი წაუკიდოს ავეჯსაც და კედლებსაც... :))) ასე რომ, არსებობენ ხმაურიანი აჩრდილებიც.... :)))))
25. ვინც ლექსი ვერ გაიგო, ვიმეორებ საკუთარ კომენტარს:
3. ეს არაა სინამდვილე... ყველა ლექსი თუ მოთხრობა არ შეიძლება იყოს ავტობიოგრაფიული... აქ მოცემულია პატარა გოგონას ოცნებათა "დაჯახება" დიდი ქალის მიერ აღქმულ რეალობასთან... თამარ ბუკია. 2012-04-08 16:06:43
და მიუხედავად იმისა, რომ ლექსი პირველ პირშია დაწერილი, პირადად მე ნურავინ შემიცოდებს ამ ლექსის გამო. ის არაა ჩემზე! არასოდეს მქონია ასეთი შემთხვევა, რომ მე მყვარებოდა ვიღაც და იმას ვერ დავენახე... :)))))) პირიქით - რამდენიც გინდათ! :))))))) ვინც ლექსი ვერ გაიგო, ვიმეორებ საკუთარ კომენტარს:
3. ეს არაა სინამდვილე... ყველა ლექსი თუ მოთხრობა არ შეიძლება იყოს ავტობიოგრაფიული... აქ მოცემულია პატარა გოგონას ოცნებათა "დაჯახება" დიდი ქალის მიერ აღქმულ რეალობასთან... თამარ ბუკია. 2012-04-08 16:06:43
და მიუხედავად იმისა, რომ ლექსი პირველ პირშია დაწერილი, პირადად მე ნურავინ შემიცოდებს ამ ლექსის გამო. ის არაა ჩემზე! არასოდეს მქონია ასეთი შემთხვევა, რომ მე მყვარებოდა ვიღაც და იმას ვერ დავენახე... :)))))) პირიქით - რამდენიც გინდათ! :)))))))
24. სადიზმია ----------------------- გაუმარჯოს ლიბერალურ საქართჳელოს სადიზმია ----------------------- გაუმარჯოს ლიბერალურ საქართჳელოს
23. საინტერესოა და ლამაზი ლესი.....
მომეწონა...... საინტერესოა და ლამაზი ლესი.....
მომეწონა......
22. "ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს" გამოდის რომ ბევრი ჰქონდა ასეთი სიყვარული ავტორს...:) ანუ ზოგადად თქმა ჯობია მგონი....ასეთ სიყვარულს არა აქვს სახელი...ან სხვანაირად...:) "მე კი - სახელიც არ მქონდა! უხმო აჩრდილს " ხმაურიანი აჩრდილი ვერც წარმომიდგენია...:)...აქაც შევცვლიდი 'უხმო'-ს სხვა სიტყვით...:)
სხვა...ავტორს ამ ლექსით რისი თქმაც უნდა , ამბობს კიდეც გასაგებად...:-* "ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს" გამოდის რომ ბევრი ჰქონდა ასეთი სიყვარული ავტორს...:) ანუ ზოგადად თქმა ჯობია მგონი....ასეთ სიყვარულს არა აქვს სახელი...ან სხვანაირად...:) "მე კი - სახელიც არ მქონდა! უხმო აჩრდილს " ხმაურიანი აჩრდილი ვერც წარმომიდგენია...:)...აქაც შევცვლიდი `უხმო`-ს სხვა სიტყვით...:)
სხვა...ავტორს ამ ლექსით რისი თქმაც უნდა , ამბობს კიდეც გასაგებად...:-*
21. რა კარგად მესმის თამრი მე შენი. უბრალოდ შენ ''დამატებით''სამყაროები გაქვს. რა კარგად მესმის თამრი მე შენი. უბრალოდ შენ ``დამატებით``სამყაროები გაქვს.
19. :) :) მეუცნაურა შენს გვერდზე ასეთი ლექსი. :) :) მეუცნაურა შენს გვერდზე ასეთი ლექსი.
18. ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
:) მოგიკითხეთ ! ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს: ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!
:) მოგიკითხეთ !
17. გაუმარჯოს ჭიებს! :)) :)) :)))))) გაუმარჯოს ჭიებს! :)) :)) :))))))
16. ძალიან კარგს იზამთ ქალბატონო თამარ თუ აღარ მიპასუხებთ, მაგრამ მე უნდ აგიპასუხო :D
არ გეკადრებათ ქალბატონო თამარ, რავა დამწყები პოეტივით მესაუბრებით :D
ხოლო ჭიანობას რაც შეეხება, ჩემზე კიდე შეიძლება იფიქროს კაცმა ჭიები ყავსო, ისეთი სუსტი აღნაგობა მაქვს :D ხოლო თქვენზე რატომ ქალბატონო თამარ? :)))
ნუ როგორც აღნიშნეთ პასუხი არ უნდა გაგეცათ და არაა საჭირო რო გამცეთ! ძალიან კარგს იზამთ ქალბატონო თამარ თუ აღარ მიპასუხებთ, მაგრამ მე უნდ აგიპასუხო :D
არ გეკადრებათ ქალბატონო თამარ, რავა დამწყები პოეტივით მესაუბრებით :D
ხოლო ჭიანობას რაც შეეხება, ჩემზე კიდე შეიძლება იფიქროს კაცმა ჭიები ყავსო, ისეთი სუსტი აღნაგობა მაქვს :D ხოლო თქვენზე რატომ ქალბატონო თამარ? :)))
ნუ როგორც აღნიშნეთ პასუხი არ უნდა გაგეცათ და არაა საჭირო რო გამცეთ!
15. ღიმილ, ე.ი. "ბელგრადის მოჩვენება" ნაღდად რეალური პიროვნებაა, ხომ? :))))
ლექსს რაც შეეხება, მე შენს დონესთან ვერ მოვდივარ და... მაპატიე, შენი მოსაწონი ლექსი თუ ვერ დავწერე, ოკ? :) მეტს აღარ ვიზამ ასე! :))))) და ძალიან გთხოვ, ამ პასუხთან დაკავშირებით პოლემიკას ნუ გამართავ, აღარაფერს გეტყვი მაინც... :) შენ - შენს ჭიას ახარებ, მე - ჩემსას... რას ვიზამთ, თუ ორივე ჭიანები ვართ? :))))) ღიმილ, ე.ი. "ბელგრადის მოჩვენება" ნაღდად რეალური პიროვნებაა, ხომ? :))))
ლექსს რაც შეეხება, მე შენს დონესთან ვერ მოვდივარ და... მაპატიე, შენი მოსაწონი ლექსი თუ ვერ დავწერე, ოკ? :) მეტს აღარ ვიზამ ასე! :))))) და ძალიან გთხოვ, ამ პასუხთან დაკავშირებით პოლემიკას ნუ გამართავ, აღარაფერს გეტყვი მაინც... :) შენ - შენს ჭიას ახარებ, მე - ჩემსას... რას ვიზამთ, თუ ორივე ჭიანები ვართ? :)))))
14. არა რათ უნდა ამ ლექსს ამდენი განხილვ განმოხილვა? თქვით მარტივად რო ძალიან სუსტი ლექსია! მე ლექსსზე მაქვს საუბარი და არა თემაზე, მე ჩემი აზრი მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, და არც ვიტყვი!
და კიდე ქალბატონო თამარ, ბელგრადის მოჩვენება ყველამ ვიცით ვინც არის ამ საიტზე :D
მოკლედ 0 არა რათ უნდა ამ ლექსს ამდენი განხილვ განმოხილვა? თქვით მარტივად რო ძალიან სუსტი ლექსია! მე ლექსსზე მაქვს საუბარი და არა თემაზე, მე ჩემი აზრი მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, და არც ვიტყვი!
და კიდე ქალბატონო თამარ, ბელგრადის მოჩვენება ყველამ ვიცით ვინც არის ამ საიტზე :D
მოკლედ 0
13. ბ-ნო სანდრო, არა, რა თქმა უნდა... გადაჭარბება? - გონებაშიც არ გამივლია მსგავსი რამ! პირიქით, თუ ჩემმა პასუხებმა გაფიქრებინათ ასე, მე ვიხდი ბოდიშს... :))))
ძალიან მხიარულ ხასიათზე ვპასუხობ ამ მოჩვენებასაც, უბრალოდ, გუმანით ვგრძნობ, რომ კარგად ვიცნობ და... არა და, მოჩვენებად დარჩენა რომ ურჩევნია, ამაზე მეცინება... ბ-ნო სანდრო, არა, რა თქმა უნდა... გადაჭარბება? - გონებაშიც არ გამივლია მსგავსი რამ! პირიქით, თუ ჩემმა პასუხებმა გაფიქრებინათ ასე, მე ვიხდი ბოდიშს... :))))
ძალიან მხიარულ ხასიათზე ვპასუხობ ამ მოჩვენებასაც, უბრალოდ, გუმანით ვგრძნობ, რომ კარგად ვიცნობ და... არა და, მოჩვენებად დარჩენა რომ ურჩევნია, ამაზე მეცინება...
12. ქალბატონო თამარ! ძალიან საინტერესო საკითხია დასმული თქვენს ლექსში და ამან გამოიწვია კამათი. აქ ისეთი საკითხია დასმული, რომელიც მანამ იარსებებს მის ირგვლივ კამათი, ვიდრე ადამის ნაშიერი დააბიჯებს ამ მზის ქვეშეთში. ბელგრადის მოჩვენება-ც ამ საკითხის ირგვლივ ბჭობს მგონი.თუკი რაიმე გადავაჭარბე ბოდიშს მოგიხდი. ქალბატონო თამარ! ძალიან საინტერესო საკითხია დასმული თქვენს ლექსში და ამან გამოიწვია კამათი. აქ ისეთი საკითხია დასმული, რომელიც მანამ იარსებებს მის ირგვლივ კამათი, ვიდრე ადამის ნაშიერი დააბიჯებს ამ მზის ქვეშეთში. ბელგრადის მოჩვენება-ც ამ საკითხის ირგვლივ ბჭობს მგონი.თუკი რაიმე გადავაჭარბე ბოდიშს მოგიხდი.
11. 9. ილუზიურ სინამდვილეს პოეტი, საერთოდ, ხელოვანი ქმნის. ილუზიურისა და რეალური სინამდვილის უერთმანეთოდ არსებობა არ შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანი სრულიად მარტო დარჩება, მიუსაფრად იგრძნობს თავს. ამიტომაც ცდილობს ადამიანი შიშველ რეალობას როგორმე არაჩვეულებრიობისა და უცნაურობის სამოსელი "გადააცვას". მე ასე მგონია, რა ვიცი, აბა? ფლე-ში. 2012-04-08 16:17:56
ბ-ნო სანდრო, თქვენ არც შემოგეწინააღმდეგეთ... :) რა თქმა უნდა, მართალი ხართ! ილუზიური სინამდვილე - ხელოვნის მიერ შექმნილ-დანახული სინამდვილეა მხოლოდ... გააჩნია, ვინ რას ხედავს ოღონდ და ვინ რა კუთხით უდგება ამ რეალობას... 9. ილუზიურ სინამდვილეს პოეტი, საერთოდ, ხელოვანი ქმნის. ილუზიურისა და რეალური სინამდვილის უერთმანეთოდ არსებობა არ შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანი სრულიად მარტო დარჩება, მიუსაფრად იგრძნობს თავს. ამიტომაც ცდილობს ადამიანი შიშველ რეალობას როგორმე არაჩვეულებრიობისა და უცნაურობის სამოსელი "გადააცვას". მე ასე მგონია, რა ვიცი, აბა? ფლე-ში. 2012-04-08 16:17:56
ბ-ნო სანდრო, თქვენ არც შემოგეწინააღმდეგეთ... :) რა თქმა უნდა, მართალი ხართ! ილუზიური სინამდვილე - ხელოვნის მიერ შექმნილ-დანახული სინამდვილეა მხოლოდ... გააჩნია, ვინ რას ხედავს ოღონდ და ვინ რა კუთხით უდგება ამ რეალობას...
10. და რა გინდა, რომ გაიგო? მე ის არ ვიცი, ვის ველაპარაკები, რეალურ ადამიანს თუ ბელგრადის მოჩვენებას და... მოჩვენებათა თვალსაწიერიდან მოგიყვე რამეს თუ ადამიანური გადმოსახედიდან? :)))) მე ასე არ ვთამაშობ... ცარიელ ოთახში (თუნდაც - სარკის წინ) ლექციას ვერ ვკითხულობ-ხოლმე... პროფესიული ჩვევა მაქვს ასეთი! :)))) და რა გინდა, რომ გაიგო? მე ის არ ვიცი, ვის ველაპარაკები, რეალურ ადამიანს თუ ბელგრადის მოჩვენებას და... მოჩვენებათა თვალსაწიერიდან მოგიყვე რამეს თუ ადამიანური გადმოსახედიდან? :)))) მე ასე არ ვთამაშობ... ცარიელ ოთახში (თუნდაც - სარკის წინ) ლექციას ვერ ვკითხულობ-ხოლმე... პროფესიული ჩვევა მაქვს ასეთი! :))))
9. ილუზიურ სინამდვილეს პოეტი, საერთოდ, ხელოვანი ქმნის. ილუზიურისა და რეალური სინამდვილის უერთმანეთოდ არსებობა არ შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანი სრულიად მარტო დარჩება, მიუსაფრად იგრძნობს თავს. ამიტომაც ცდილობს ადამიანი შიშველ რეალობას როგორმე არაჩვეულებრიობისა და უცნაურობის სამოსელი "გადააცვას". მე ასე მგონია, რა ვიცი, აბა? ილუზიურ სინამდვილეს პოეტი, საერთოდ, ხელოვანი ქმნის. ილუზიურისა და რეალური სინამდვილის უერთმანეთოდ არსებობა არ შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანი სრულიად მარტო დარჩება, მიუსაფრად იგრძნობს თავს. ამიტომაც ცდილობს ადამიანი შიშველ რეალობას როგორმე არაჩვეულებრიობისა და უცნაურობის სამოსელი "გადააცვას". მე ასე მგონია, რა ვიცი, აბა?
8. გისმენ მაშინ გისმენ მაშინ
7. სხვისასაც... :)))) სხვისასაც... :))))
6. ხო აბა რა : ) შენს რეალობას არჩევ.
ხო აბა რა : ) შენს რეალობას არჩევ.
5. ბელგრადის მოჩვენება, სხვის ნაცვლად ნურასოდეს ილაპარაკებ! :))) მე დღესაც არაჩვეულებრივად ვარჩევ, სადაა რეალობა და სად - ილუზია... და სად გადის ზღვარი მათ შორის! :)))) ბელგრადის მოჩვენება, სხვის ნაცვლად ნურასოდეს ილაპარაკებ! :))) მე დღესაც არაჩვეულებრივად ვარჩევ, სადაა რეალობა და სად - ილუზია... და სად გადის ზღვარი მათ შორის! :))))
4. იმიტომ რომ ვერასდროს ვარჩევთ რა არის რეალობა და რა არის ილუზია. გამოგონილსა და თვალწინ მიმდინარე მოვლენებს შორის კიდევ დიდი განსხვავებაა. იმიტომ რომ ვერასდროს ვარჩევთ რა არის რეალობა და რა არის ილუზია. გამოგონილსა და თვალწინ მიმდინარე მოვლენებს შორის კიდევ დიდი განსხვავებაა.
3. ეს არაა სინამდვილე... ყველა ლექსი თუ მოთხრობა არ შეიძლება იყოს ავტობიოგრაფიული... აქ მოცემულია პატარა გოგონას ოცნებათა "დაჯახება" დიდი ქალის მიერ აღქმულ რეალობასთან... რატომ არ აქვს ფასი? სწორედაც რომ, ფასი აქვს სინამდვილეს ილუზიურსაც და რეალურსაც... Why not? ეს არაა სინამდვილე... ყველა ლექსი თუ მოთხრობა არ შეიძლება იყოს ავტობიოგრაფიული... აქ მოცემულია პატარა გოგონას ოცნებათა "დაჯახება" დიდი ქალის მიერ აღქმულ რეალობასთან... რატომ არ აქვს ფასი? სწორედაც რომ, ფასი აქვს სინამდვილეს ილუზიურსაც და რეალურსაც... Why not?
2. რომელიმეს თუ აქვს საერთოდ ფასი, ან ცალკე, ან ერთად? : ) მე ამ კითხვას ვსვამ ხოლმე. სინამდვილე და ა.შ და ა.შ ნუ ლექსი.. რომელიმეს თუ აქვს საერთოდ ფასი, ან ცალკე, ან ერთად? : ) მე ამ კითხვას ვსვამ ხოლმე. სინამდვილე და ა.შ და ა.შ ნუ ლექსი..
1. ორი სინამდვილე-ილუზიური და რეალური. ქალბატონო თამარ, უერთმანეთოდ აქვთ ფასი ვითომ? ორი სინამდვილე-ილუზიური და რეალური. ქალბატონო თამარ, უერთმანეთოდ აქვთ ფასი ვითომ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|