ძვირფასებო! ეს ლექსი ახალი არ არის. ვიმედოვნებ, რამდენიმე თქვენგანს ახსოვს კიდეც. ახლიდან ვდებ, რათა მოგილოცოთ: ქრისტე აღსდგა!
ნინო დარბაისელი
მყნობა - - - - - - გაზაფხულობით, როცა ისე გათბება მიწა, რომ სადაცაა, კენჭმაც კვირტი გამოიტანოს, დამტოვეთ ასე, ჭკუა აღარ მომეკითხება.
მარტო ვიყავით: - გინდა, ნინუცი, ეს თეთრი ბალი გადავამყნოთ? ერთი ხე გვედგას და თითო ტოტზე თითონაირ ნაყოფს ისხამდეს: წარმოიდგინე, თეთრი, შავი, ჭროღა, წითელი, ადრეულაც და საგვიანოც!
უფროსი ძმისა ტყუილიც კი დაიჯერება. ჯერ სანამყენე მოვაგროვეთ, (მგონი, შიგ თუთაც შევურიეთ , - - სიმრავლისათვის) . ხერხე და ჩეხე მერე ტოტები. მე კი ქვემოდან, რაც შემეძლო, ხელს გაშველებდი: ხან წყალი მთხოვე, ხანაც ცული ჩამოგივარდა, ხან წვრილ-წვრილ ტოტებს ეზოს კუთხისკენ ვეზიდებოდი. ძველი ხალათიც ბრტყელ-ბრტყელ ზოლებად მე დავჭერი, ქურაზე ჯამით გასადნობად დადგმულ ფიჭასაც მეთვალყურედ მე დავადექი.
მოკლედ, დავამყნეთ!
რომ ჩამოძვერი, პირზე ხვითქი გადაგდიოდა და ის-ის იყო, გამარჯვებულნი ქვის კიბისთავზე დასასხდომად ვემზადებოდით, მოგვადგნენ კიდეც და რა თქმა უნდა, შენ - გაასწარი, მე - მცემეს და ბალიც გაგვიხმა. და ბაბოჩვენის წყევლა-კრულვა ზეცას ქუფრავდა. (იქნებ ომშიაც იმან გიწია?)
აი, აღდგომაც! ხვალ ამოვალ და გულზე წითელ კვერცხს გადაგიგორებ, ჭიქას წაგიქცევ, მაგრამ ჯერ მძინავს, არა, მღვიძავს და თვალებს ვჭუტავ, რომ არ გამექცეს ძილ-ღვიძილში ეს ნეტარება:
მოგრძო ფოთლებში მზე ლივლივებს, სხივებში ჩანხარ, სავსე კალათას ხეზე მიდგმულ კიბეზე ჰკიდებ, მე კი პირსახე და ხელები მაქვს გაწებილი. ყველა იღიმის, ირგვლივ - ჩიტები გალობენ და იკენკებიან...
მწიფს ერთიანად ჩვენი ბალი, ათასფერადი!
2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ოოოოოოოოო...მშვენიერია!...:) 5. ოოოოოოოოო...მშვენიერია!...:) 5.
11. ჭეშმარიტად!
ამ დილას შენს გემრიელ ლექსს გადავწყდი. ვიფიქრე,შევალ სადაც მისი კუთხე მეგულება და იქ, კიდევ ერთხელ წავიკითხავმეთქი და მო-ვიტანე! :)
დრო იყო,მწამდი,გიფენდი სავალად დიბა-ფარჩებს. დღეს ვიცი,ნატკენს პატარას დიდი ნატკენი არჩენს.
განა რა დაეჯერება ან შენს ნათქვამს და ან ჩემს? შემცდარა,ქალ და კაც შუა ვინც მტყუან-მართალს არჩევს.
როდემდე ველოლიავოთ ამ სიყვარულის ნარჩენს? წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩომი უნდა დარჩეს!
ჭეშმარიტად!

10. ძალიან მომეწონა, ძალიან, რა კამკამა ნაწერია! ძალიან მომეწონა, ძალიან, რა კამკამა ნაწერია!
9. ემოცია კარგად იქნა მოტანილი..... ემოცია კარგად იქნა მოტანილი.....
8. დედას გეფიცები ძალიან მინდა ქართული თქვენსავით ვიცოდე : ) დედას გეფიცები ძალიან მინდა ქართული თქვენსავით ვიცოდე : )
7. ძალიან კარგია. მწიფეა, მინდა. ძალიან კარგია. მწიფეა, მინდა.
6. კადრები ამოძრავდა....ყველაფერი დავინახე და ყველაფერი განვიცადე. მართლაც კინო- ნოველაა.
აღსდგა, მწიფე და ათასფერად ნაყოფში.ჭეშმარიტად აღსდგა!
უფალმა დაგიფაროთ!1! კადრები ამოძრავდა....ყველაფერი დავინახე და ყველაფერი განვიცადე. მართლაც კინო- ნოველაა.
აღსდგა, მწიფე და ათასფერად ნაყოფში.ჭეშმარიტად აღსდგა!
უფალმა დაგიფაროთ!1!
5. ეს ძალიან კარგი ლექსი მახსოვს, რათქმაუნდა!გილოცავთ, ქრისტე აღსდგა! ეს ძალიან კარგი ლექსი მახსოვს, რათქმაუნდა!გილოცავთ, ქრისტე აღსდგა!
4. კარგ ფილმს რომ ნახავ, სულს და თვალებს რომ დაგინამავს, ისეთი შეგრძნება დამრჩა... კარგ ფილმს რომ ნახავ, სულს და თვალებს რომ დაგინამავს, ისეთი შეგრძნება დამრჩა...
3. გილოცავთ აღდგომას ! კარგი ლექსია :) სევდიანი... გილოცავთ აღდგომას ! კარგი ლექსია :) სევდიანი...
2. ულამაზესია და ყოველი სიტყვა ნაღდია, დიდი სიყვარულით სავსე!
მოგრძო ფოთლებში მზე ლივლივებს, სხივებში ჩანხარ, სავსე კალათას ხეზე მიდგმულ კიბეზე ჰკიდებ, მე კი პირსახე და ხელები მაქვს გაწებილი. ყველა იღიმის, ირგვლივ - ჩიტები გალობენ და იკენკებიან...
მწიფს ერთიანად ჩვენი ბალი, ათასფერადი!
ცხოვრება გრძელდება აქაც და იქაც. ქრისტე აღსდგა, ნინო! :) ულამაზესია და ყოველი სიტყვა ნაღდია, დიდი სიყვარულით სავსე!
მოგრძო ფოთლებში მზე ლივლივებს, სხივებში ჩანხარ, სავსე კალათას ხეზე მიდგმულ კიბეზე ჰკიდებ, მე კი პირსახე და ხელები მაქვს გაწებილი. ყველა იღიმის, ირგვლივ - ჩიტები გალობენ და იკენკებიან...
მწიფს ერთიანად ჩვენი ბალი, ათასფერადი!
ცხოვრება გრძელდება აქაც და იქაც. ქრისტე აღსდგა, ნინო! :)
1. ძალიან ეფექტური და ლამაზი კადრია! 5! ძალიან ეფექტური და ლამაზი კადრია! 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|