*** წავიდნენ უჩუმრად, ბაბუაწვერა რომ გაფრინდება ნიავის სუსტ წამოქროლებაზე. აგონიით... თითქოს მიწა იძრაო, ზღვის უკუქცევასავით, თვითმკვლელობით, კატასტროფით. და ა.შ. და ა.შ. მიდიან და მიდიან... მიდიან... და მიდიან... იქნებ არც სადარდელი... რადგან ვინც თვალს დააკლდა, სულს მოემატა. მიდის ცხოვრება ისე სწორხაზოვნად, როგორც ეს ლექსი. მოცელავ ბალახს და ამოხუჩხუჩდება, დარგავ _ ჩახმება, და ა.შ. და ა.შ. და ყოველდღე იწყება ჩვენი გარდაცვალება...
*** სულეთის კართან მელოდე, დედა, საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის, ეს რა გულსევდა დღე დამებედა, დამძიმებულა დარდიც ლოდივით.
წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი, შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს, ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი, ცრემლიც უბედო თურმე ბედია.
შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
გადაუარეს წვიმებმა ბალახს, სექტემბრის უხმო დილაა თბილი, და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. და ყოველდღე იწყება ჩვენი გარდაცვალება...
ლამაზად დანახული თბილი და სევდიანი ბოლო სადგური... იქ დედაააააა!!!
და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
გაიხარე ავტორო! და ყოველდღე იწყება ჩვენი გარდაცვალება...
ლამაზად დანახული თბილი და სევდიანი ბოლო სადგური... იქ დედაააააა!!!
და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
გაიხარე ავტორო!
5. შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
++++++555555555555 შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
++++++555555555555
4. გმადლობთ! ვიფიქრებ. გმადლობთ! ვიფიქრებ.
3. მეორეს მოუხდებოდა სათაური-"ბოლო სადგური" პატივისცემით!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! არ მოგაკლდეთ ღვთის მადლი და წყალობა! მეორეს მოუხდებოდა სათაური-"ბოლო სადგური" პატივისცემით!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! არ მოგაკლდეთ ღვთის მადლი და წყალობა!
2. ვინც თვალს დააკლდა, სულს მოემატა. ძალიან მაგარია! ... შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
გადაუარეს წვიმებმა ბალახს, სექტემბრის უხმო დილაა თბილი, და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
ქრისტე აღსდგა, დავით! ვინც თვალს დააკლდა, სულს მოემატა. ძალიან მაგარია! ... შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
გადაუარეს წვიმებმა ბალახს, სექტემბრის უხმო დილაა თბილი, და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
ქრისტე აღსდგა, დავით!
1. ვინც თვალს დააკლდა, სულს მიემატა ... მრავალ აღდგომას ! 555 :) ვინც თვალს დააკლდა, სულს მიემატა ... მრავალ აღდგომას ! 555 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|