 | ავტორი: ტ___ა___ი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 20 აპრილი, 2012 |
/,,მკვდარი კულტურა იქცევა ცივილიზაციად,,/ ო. შპენგლერი ის ისტორიას, ჰერმეტულ ქილაში,საკუთარ წვენშივე ინახავს. მსურველს შეუძლია მისი დაგემოვნება,მთავარი კონსისტენციის დარღვევის გარეშე. თავის დროზე,დაახლოებით, ამგავრ განსაზღვრებას მოუძებნიდა კულტურას, დიდი ჰაერის გამყიდველი, ენდი უორჰოლი და Campbell Soup –is კონცეფცია მოკლებულ ქილას, პოპ-არტის თვალისმომჭრელი ფერადოვნებით შემოგვთავაზებდა, ტელევიზიის ჰიპნო ეკრანიდან, მყიდველი საჩუქრად, თხუთმეტწუთიანი პოპულარობის ილუზიას მიიღებდა. იგივე ტელევიზია დღემდე შთაგავაგონებს,რომ ყველანი როკენროლის და ჰოლივუდის ვარსკვლავები გავხდებით...ტყული არ ცვდება. K კულტურა თაბაშირის კუბის იერსახითა და უსაფრთხოების წესების დაცვით, საუკუნიდან საუკუნეში გადაბარგდება, სანამ არ გამოჩნდება რომელიმე მასების ავანგარდში მდგარი, ალკოჰოლიკი გენიოსი და ბინძური რელიზმით არ დაიწყებს, კულტურის ამაღლებული იედალების, ფალშირებული ფასადების ნგრევას. ,,ჩვენ გადამუშვებული პროდუქტი ვართ,რომელსაც ბიუროკრატია ინელებს. ჩვენ არ ვართ მოთხოვნადები, არც დიდი დეპრესიის და არც დიდი ომის შვილები,ჩვენი ომები მოხოლოდ სულიერი ომებია, ჩვენ ვმუშოაბთ ნაგავში,რათა ნაგავი ვიყიდოთ,, A ამ სიტყვებით ,,მამების კულტურას,, ბინძურმა ბუკოვსკიმ თავში, შვილების სახელით ჩაუკაკუნა. შვილების,რომელებიც ტრანსცენდენტალური ძალაუფლების და კონტრრევოლუციის სურვილით, აპროტესტებდნენ, დღეში რვა საათი მუშოაბას,რათა მამების საყვარელი B BMW ეყიდათ, მათ დახეულ კედებში ერჩივნათ გადაადგილება თვითშეცნობის მაგისტრალებზე. ,,გზაზე, გნსაკუთრებით გაბედული სამეული მიაბიჯებდა. სამხედრო ფლოტიადნ გამორიცხული კერუაკი და ყველაზე საძაგელი ბეროუზი ,,შიშველი საუზმით,, მიაბიჯებდნენ ექსგიბიციონისტი გინზბერგის ,,ყმულის,,ფონზე. Aარაცნობიერის ნაკადით წაშლილი, ლიტერატურული ხერხები... მხოლოდ სპონტანურობა,ჰარლემის არითმიული ჯაზის, ლიტერატურული Jam session. შემდეგ ჩემი ფავორიტი ბიტები ,,გაქრნენ ძენში, არაფერში, ნიუ ჯერსიში,, აკრძალული ნაყოფის მარცვლები, კი მაინც დატოვეს, საიდანაც აღმოცენდნენ უსაქმური,გადასახადების პატიოსნად გადამხდელთა ხარჯზე მცხოვრები,თავისუფალი სიყვარულის და LSD მოყვარული ჰიპები,ამ უკანასკნელის კონტრაბანდას მათი გურუ ლირი(მეფე არა,ოღონდ;) ახდენდა. ტიმოთიმ ,მასობრივი ექსპერიმენტების მოყვარულმა ფსიქოლოგმა მაინც ვერ შეძლო ასოციალური და ჰედონსიტი,,ყვავილთა შვილები,,ეხსნა უბარლო ნარკომანებად ქცევისგან. რომ არა მორისონის მუსიკა და ვიეტნამის ომი, მათ თავს მხოლოდ უნისექსი და დახეული ჯინსები გაგვახსენებდა. ვფიქრობ, იდეალისტური მიდგომა- სამყაროს შეცვლის შესახებ, ყველა კულტურის, თუ სუბკულტურის ნაიშანთვისებაა,თუმცა ეს არ აკნინებს მას, მიუხედავად ჰიპების გულუპრყვილო იდეოლოგიისა,მათ გარეშე ახალგაზრდების დიდ პროცენტს დარჩა მოსაწყენი გზა, სამსახურიდან სახლამდე და უახლოეს სუპერმარკეტმდე.,რადგან დღევანდელი, საშუალო სტატისტიკური ობივატელი, უფრო მეტს ყიდულობს,ვიდრე ფიქრობს,შეიგრძნობს და განიცდის. Yყველა კულტურული მანიფესტი ატრიბუტია, მასკარადი კარგი განწყობისათვის,თითქოს კულტურას ევალება, მხოლოდ ფეხის მსუბუქი მასაჟიღა გაგვიკეთოს. ,,მჟონავმა პოლაკმა ,, საღებავიანი სხეულით უმართავი პროცესები გვანახა ტილოზე, მწვანე ბაყაყებიც გააკრეს ჯვარზე , განავლის სიმულაკრიც იყო-შესაბამისი სუნის აღსაქმელი ატრიბუტებით,ალბათ ნამდვილი განავლის რეპრეზენტაცია, უკვე პასტიში იქნება,თუმცა ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნის ფსიქო სომატური მდგომარეობისთვის რელევანტური. მოსალოდნელია ორიგინალს ასლი აუჯანყდეს და ორიგინალმა დაკარგოს საკუთარი სინამდვილის შეგძნება. სლავოი ჟიჟეკი ერთგან ყვება,როგორ გაუცრუვდა იმედები ბერლინის ქუჩებში,როცა უამრავი,ფერადი ,კავშირგაბმულობის სადენები, მიწის ზედაპირზე ნახა ამოყრილი,და აღიქვა,როგორც საინტერესო, პოსტმოდერნისტული პერფორმანსი,თითქოს მთელი ქალქის შიგნეულობა ხელის გულზე გამოისახა,როგორც ყველა დამალული,პოლიტიკური სისტეემისთვის ფარდის ახდის აქტი,მაგარმ შემდეგ აღმოჩნდა,რომ Hჟიჟეკი სტანდარტულ,ქსელების აღდგენის პროცესს შეესწრო. Mმეც ხშირად ნიჰილისტურად შევყურებ ჩემსა და ,,აუტასაიდერის,, ,,ქალაქში,, სიბნელის წინაშე, ამგვარ მიკრო გაბრძოლებებს და ,,თოთო ბავშვივით სინათლე მინდა,,... მერე რა რომ ტიმოთი ლირიმა საკუთარი რევოლუცია ჯინსის რეკლამებში დაასრულა და ბეროუზმა კიდე ნაიკის,მერე რა რომ, ახალგაზრდა ხელოვანთა კედები, კატმანდუს ქვიშის ნაკვალევის მაგივრად,სუფთად ინახება მამიკოების BMW-ის მუხრუჭებზე, პატარა ქალქის, შეუსაბამოდ დიდ საცოებებში დგომისას. მგონი ჯერ კიდევ არი დრო, სულ ცოტა,დრო, მანამ სანამ,უსაფრთხოების ბალიშები არ გაიხსნებიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჰმ....:) შეიძლება, ადამიანი ხომ მთელი ცხოვრება ეძებს პასუხს ვინაა და საიდანაა (ხანდახან რატომ) , მთელი ცხოვრება ებრძვის ბუნებას და ბოლოს იმარჯვებს მასზე---კვდება. მერე იგებს ზუსტად ყველა პასუხს, რაც თურმე არ ღირდა საფიქრალად. სისულელეა ,სასაცილოა და ამაო. მაგრამ მაინც საინტერესოა, არა?...:) ჰმ....:) შეიძლება, ადამიანი ხომ მთელი ცხოვრება ეძებს პასუხს ვინაა და საიდანაა (ხანდახან რატომ) , მთელი ცხოვრება ებრძვის ბუნებას და ბოლოს იმარჯვებს მასზე---კვდება. მერე იგებს ზუსტად ყველა პასუხს, რაც თურმე არ ღირდა საფიქრალად. სისულელეა ,სასაცილოა და ამაო. მაგრამ მაინც საინტერესოა, არა?...:)
8. ესეც ,,ფსევდოშეგრძნება,, ხომარაა?:)) ესეც ,,ფსევდოშეგრძნება,, ხომარაა?:))
7. ყველაფერი დროებითია და ესაა ზუსტად მუდმივი,ანუ კიდევ ერთი კონსტანტა სამყაროსი.:) ყველაფერი დროებითია და ესაა ზუსტად მუდმივი,ანუ კიდევ ერთი კონსტანტა სამყაროსი.:)
6. და შენც დროებითი ხარ სერგეი;) მეც...;) და შენც დროებითი ხარ სერგეი;) მეც...;)
5. უფრო რთული და მნიშვნელოვანი თემებიც არსებობს.ეს კი მხოლოდ დროებითია.დროებითი ფსევდოშეგრძნებები, დროებითი გამონათებები...:) უფრო რთული და მნიშვნელოვანი თემებიც არსებობს.ეს კი მხოლოდ დროებითია.დროებითი ფსევდოშეგრძნებები, დროებითი გამონათებები...:)
4. მომწონხარ. !! მომწონხარ. !!
3. რომელიღაც საიტზე წაკითხული მაქვს! რომელიღაც საიტზე წაკითხული მაქვს!
2. იმდენი სახელი და გვარი გაქვს, რამდენჯერმე დამჭირდა წაკითხვა რომ ვინმე არ გამომრჩენოდა:) ჟიჟეკს ჯგუფური მასტურბაციაც არ მოეწონა, მაგრამ დაფიქრდა და მიხვდა რომ კულტურულ ფენომენთან უფრო ჰქონდა საქმე, ვიდრე ვიღაც ჯგუფის რაღაც აქტთან. ისე, ერთი შეხედვით მართლა უაზრო დროში ვცხოვრობთ, არც საეტაპო ომები ხდება, არც იდეები გვაქვს და არც იდეოლოგიები გვაწუხებენ, მაგრამ როგორც ბოლოს თქვი დრო კიდევ არის, თან როცა იცი რომ უსაფრთხოების ბალიშები ადრე თუ გვიან გაიხსნება, შეიძლება ლოდინის მოლოდინად ქცევა.
მომეწონა, ისეთი არავინ მეგულება ამ საიტზე რომ აქ შემოვგზავნო წასაკითხად, არადა ერთი წლის წინ იყვნენ:)
იმდენი სახელი და გვარი გაქვს, რამდენჯერმე დამჭირდა წაკითხვა რომ ვინმე არ გამომრჩენოდა:) ჟიჟეკს ჯგუფური მასტურბაციაც არ მოეწონა, მაგრამ დაფიქრდა და მიხვდა რომ კულტურულ ფენომენთან უფრო ჰქონდა საქმე, ვიდრე ვიღაც ჯგუფის რაღაც აქტთან. ისე, ერთი შეხედვით მართლა უაზრო დროში ვცხოვრობთ, არც საეტაპო ომები ხდება, არც იდეები გვაქვს და არც იდეოლოგიები გვაწუხებენ, მაგრამ როგორც ბოლოს თქვი დრო კიდევ არის, თან როცა იცი რომ უსაფრთხოების ბალიშები ადრე თუ გვიან გაიხსნება, შეიძლება ლოდინის მოლოდინად ქცევა.
მომეწონა, ისეთი არავინ მეგულება ამ საიტზე რომ აქ შემოვგზავნო წასაკითხად, არადა ერთი წლის წინ იყვნენ:)
1. ორღობეში მოდიოდნენ კეკელა და მარო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რა დათესე ქალო?
ორღობეში მოდიოდნენ კეკელა და მარო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რა დათესე ქალო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|