ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2012


ცა მება..

შენ გიყვარს ქართული ცის ფერი,
ბინდისას,ან უფრო რიჟრაჟზე,
მოგავხარ ზეციურ ფერიას,
ჩემში კი სურვილი ჟრიალებს,
რომელიც ვენებში დამიდის,
დავარქმევ ამ სურვილს შენს სახელს
და იშვი სამყაროს წამიდან,
"ჩემი ხარ!"-სამყაროს შევძახე,
გაცვია ციური სამოსი
და შენით მზეები გახუნდა,
მოგავხარ ვენერა მილოსელს,
ფეთქავენ მაგ მკერდში ხუნდები
ძალუმად,თეთრად და ათასჯერ
წუთში და მუხლებზე დავეშვი,
მზერა შენს ბაგეზე შეჩერდა,
გიყურებ,გეტრფი და ვიშლები:-
ბგერებად,ნოტებად,გამებად,
ჭკუიდან და კიდევ ვინ იცის...
თვალებზე მაგ თვალთა ცა მება,
ტუჩებზე გეყარა სიცილი..

                    დმ.2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები