ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2012


ისევ დატრიალდა დედამიწა

ისევ დატრიალდა წუხელ დედამიწა
და ცამ საქართველოს სწორედ იმ ვარსკვლავით,
იმ თვალით შეხედა, რომლითაც წლების წინ
იხილა გვირგვინით მოსილი თამარი....
შეხედა რა კაენად ქცეულ აბელებს
ცამ პირი დააღო და მთვარე გადასცდა...
მთა-ბარი, უქართველობა რომ ამტვერებს,
გავდა ქართლის დედის ფიალას გადაცლილს...
ძველი ქვე-სამოთხე დღეს დარჩა ქვე-ყანა,
ქვე-ყანა, რომელშიც ერთმანეთს კაფავენ...
ცამ ზღვაში ჩაყვინთა, რომ ამოეტანა
განძივით ჩაფლული ქართული ჭაპანი...
მაგრამ ისტორიაც ზღვასავით დიდია...
ზღვასაც გარს ურტყამენ ისრებად ტალღები...
მოჰგავს ,,ნატვრის ხეში’’ მარიტას ბებიას
მზის ძებნით დაღლილი პირიმზის თვალები!..
მაგრამ ისტორიაც ზღვასავით თავნება
არაფერს გვაუწყებს! არაფერს გვპირდება!
სხვა რა დაგვრჩენია... მივენდოთ განგებას,
მიქცევის შემდეგ ხომ მოქცევაც იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები