ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2012


ჩამოთოვდება როცა ზამთარი

ჩამოთოვდება, როცა ზამთარი,
როცა ალუბლებს გათელავს სიო,
დაიწურება ალადასტური,
და მაღალ მინდვრებს გაცელავს შიო.

გაინავარდებს როცა ქარები,
და გადასცურავს მინდვრებს და მდელოს,
გამობრწყინდება ნამწუხარები,
მზე საქართველოს... მზე საქართველოს.

გამოიღვიძებს მაშინ ქალები,
ზარებს ჩამორეკს პატარა სიო,
გუშინდელი დღის განაწვალები,
კვლავ მაღალ მინდვრებს გაცელავს შიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები