ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2012


ფრანი

ვგრძნობ, რომ გკარგავ...
ნაწილ-ნაწილ, ფიქრებ-ფიქრებ.
მტკივნეულია ეს დაკარგვა,
მერე ალბათ შევეჩვევი...
შევეჩვევი და ვიგრძნობ,
როგორ დავცარიელდები.
მერე შეჩვევაც გახდება მტკივნეული
და ისეთი მძიმე, რომ ვეღარ გავუძლებ,
მომინდება დაგიძახო
და ვერ შევძლებ...
შემოდგომის ფოთოლივით
გაყვითლდება ჩვენი დღეები...
მე ამ დღეებს  ავკინძავ,
ფრანს გავაკეთებ, ცაში გავუშვებ...
და მას გავყვები......
არ მინდა დაგკარგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები