ჰაჰაჰა–ს მიგავს ჰაჰი! ლეგვერსტებს აჰაბულა. ვერსეგს მილანტარ კილო, უეცრად განაბულა. ლიმა ლიმგვასტირ საჰუ, ლომულ, ბილაგუ მეშქელ, იოჩუნ ბირი გუმლა, ბეშქელემენემ ბეშქელ!
ავტორი უმისო მისი
---------------------- ამ უძველესი ლექს - შელოცვის გამოქვეყნების შემდეგ - ურაკპარაკის საიტის მომხმარებელმა მოხუცმა ასტრონომმა დადო შესანიშნავი და ამომწურავი ნაშრომი, განხილვა, რეცენზია ნამუშევრისა, რომლიც თავისი სრულყოფადობით არ ჩამოუვარდება სახარისხო ნაშრომს. რის გამოც დაიმსახურა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება და მსურს აქვე წარმოგიდგინოთ. __________________________
მოგახსენებთ, რომ ენათმეცნიერი ნამდვილად არ გახლავართ, უბრალოდ ახალგაზრდობიდანვე ვიყავი გატაცებული უძველესი ცივილიზაციებით და არქაული ლინგვისტიკით. შევეცდები მკითხველს, შეძლებისდაგვარად, განვუმარტო ამ ლექსში მოხსენიებული ეპოლოგისტური ლათოლოგიის რიგი საკითხები: როგორც მოგეხსენებათ, შუმერების, სკვითების და სხვა პრექართველური ტომების, როგორც დანარჩენი ძველი ერების, აზროვნება და მსოფლმხედველობა, გარკვეულწილად, ეყრდნობოდა უძველეს ცივილიზაციათა კულტურულ ფასეულობებს, მეცნიერულ ჰიპოთეზებსა თუ რელიგიურ შეხედულებებს იმდროინდელ სამყაროზე. თუ ვისარგებლებთ ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული და მეცნიერული წყაროებით, სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის აუზისა და დღევანდელი ანატოლიის ტერიტორიაზე სახლობდნენ ადგილობრივი ტომები, რომლებიც თავიანთ თავს "ლიმგვასტირ"-ს ანუ "ლიმგვასტებს" უწოდებდნენ. ცოტა მოგვიანებით მათ შეიფარეს გეჩმანიიდან (დღევანდელი მცირე აზია) და საიაჰიდან (დღევანდელი ჩრდილოეთ აფრიკა) დევნილი ტომები, რომლებიც, სავარაუდოდ, სტიქიურ მოვლენებს და ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოერიდნენ. "ლიმგვასტები" მათ "ლეგვერსტებს" უწოდებდნენ ("ლეგ" - მოსული "ვერსტ" - მგზავრი). ისინი საუკუნეთა განმავლობაში თანაცხოვრობდნენ, საბოლოოდ შეერწყნენ ერთმანეთს და საფუძველი დაუდეს უძველეს პრეპონტოურ ცივილიზაციას.
ლექსის პირველ კუპლეტში ავტორი, სწორედ, ლეგვერსტებს მოიხსენიებს. განსაკუთრებით საინტერესოა ლექსის მეორე სტროფი, სადაც თითქმის უცვლელი სახითაა მოწოდებული ერთ-ერთი უძველესი რიტუალი. ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, უძველეს მითებზე, ლეგენდებზე და სხვა გადმოცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლიმა" - მოიხსენიება, როგორც მიწის ღვთაება (მდედრი საწყისი), ხოლო "ლომულ"- "ლიმა" ღვთაების მიერ არჩეული (მამრი საწყისი), რომელიც ასევე ნაყოფიერების კერპ-სიმბოლოდ გვხვდება. (იხ. წყარო ედიშერ მალგვანი "პრექართველური ტომები", 31-ე გვერდი, "ლიმგვასტები და ლეგვერსტები" 1962წ., ნათელა ციცვიძე "უძველესი ტრადიციები და ზნეჩვეულებები", 42-ე გვერდი "ლიმგვასტირ", 1983წ.).
"LIMA" - ამჟამინდელი პერუს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქია. გაშენებულია მდინარეების — ჩილონის, რიმაკის და ლურინის ველებზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის უდაბნოს ტიპის სანაპიროზე. საზღვაო ნავსადგურ კალიაოსთან ერთად ქმნის ლიმის მეტროპოლიას. ვნახოთ, თუ რას ნიშნავს ის სხვადასხვა ენებზე:
ბასკურად, კატალანურად, ესპანურად, გალურად - ცაცხვი, ლათინურად, პორტუგალიურად, იტალიურად - ფაილი, ესტონურად, ფინურად - ლორწო, ესპერანტოს ენაზე - საზღვარი, მალაიურად, ინდონეზიურად - ხუთი, (ხოლო "LIMAS" - პირამიდა) ისლანდიურად - წევრები სერბულად, ხორვატიულად - ფურცელი შვედურად - წებოვანი
ლიმგვასტის ტომების მდედრებიც და მამრებიც თვლიდნენ, რომ "ლიმა" - ეს იყო ადგილობრივი, მიწიერი ღვთაება, რომელიც სიცოცხლის ყველა ფორმის საწყისად მიიჩნეოდა, ხოლო "ლომულ" - იყო ზეცით მოვლენილი, სხვა სამყაროდან მოსული ღვთაება, რომელმაც ისმინა მიწის ღვთაება "ლიმა"-ს თხოვნა და გასამთლიანებლად, სიცოცხლის გასაგრძელებლად და მისი ახალი ფორმების შესაქმნელად მოევლინა ამ სამყაროს. ახლა, ლინგვისტურად მიმოვიხილოთ ლექსში მოყვანილი ფრაზეოლოგია: "ლიმ-გვასტ-ირ" - "ლიმა", როგორც მოგახსენეთ მიწის ღვთაებას ნიშნავს, ხოლო "გვასტ" - შვილს, ანუ სიცოცხლის გამგრძელებელს. რაც შეეხება "ირ" სუფიქსს ანუ ბოლოსართს, მრავლობითობის აღმნიშვნელია. განვიხილოთ სიტყვა "სა-ჰუ": "სა" ნიშნავს "შენ", ხოლო "ჰუ" - სადიდებელი შეძახილია (ა-ჰუ, სა-ჰუ, ი-ჰუ, ჰუუ - მე გადიდებ, შენ გადიდებ, ის გადიდებს, დიდება).
შესაბამისად, "ლიმა, ლიმგვასტირ საჰუ" ნიშნავს - "ლიმა, ლიმას შვილები გადიდებთ შენ!"
ახლა მივყვეთ ლექსს. "ლომულ, ბილაგუ მეშქელ": როგორც მოგახსენეთ, "ლომულ" (მამრი საწყისი) - ნაყოფიერების ღვთაების სახელია, "ბილაგუ" - ცას, ზეცას, უცხო სამყაროს ნიშნავს, "ეშქ" - ზმნის ძირია, რომელიც მოვლენას, მოვლინებას ნიშნავს, ასევე ნიშნავს იდუმალს, შეუცნობელს. ამ შემთხვევაში "მ-ეშქ-ელ" არის "მოგვევლინე". შესაბამისად, "ლომულ, ბილაგუ მეშქელ" ნიშნავს "ლომულ, ზეციდან მოგვევლინე".
გავნაგრძოთ, შემდეგი ფრაზა - "იოჩუნ ბირი გუმლა":
"იო-ჩუნ" - "ყველა ჩუენ" ანუ "ჩვენ ყველანი" ("იო" - ლიტვურად "ამ" (ნაცვალსახელი), ესპერანტოზე "რაღაც", "ჩუნ" - ირლანდიურად "დან" (ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი), ჩინურად "გაზაფხული")
"ბირი" - ნიშნავს ერთხმად, ერთ თვლაში, ერთ ფერხულში, ერთი ამოსუნთქვით, ისე თითქოს საბოლოოდ. ფრიად საინტერესო სიტყვაა სხვადასხვა ენებზეც: (თურქულად - ერთი ალბანურად - შვილი იაპონურად - ბოლო ადგილი ბასკურად - ორი ინდონეზიურად - ცხვარი სუაჰილურად - პროგნოზი ჩინურად - განცხადების მიღების ბოლო ვადა)
"გუმლა", (ნორვეგიულად - საღეჭი) - სარიტუალო ცეკვის სახელწოდებაა (სრულდებოდა გაზაფხულის მოსვლის პირველივე ნიშანზე. შუაღამიდან გათენებამდე ცეცხლზე იხარშებოდა კევი ცაცხვის, ნაძვისა, ფიჭვისა და სხვადასხვა ბალახეულის მინარევებით. რიჟრაჟზე, მზის ამოსვლისთანავე წყდებოდა რიტუალი და მოხარშული კევი უნაწილდებოდა რიტუალის მონაწილეებს და სტუმრებს)
ესე იგი, "იოჩუნ ბირი გუმლა" ნიშნავს - "ჩვენ ყველანი ერთხმად ვცეკვავთ თავდავიწყებით"
შემდეგ განვიხილოთ ლექსის ბოლო ფრაზა "ბეშქელემენემ ბეშქელნ!" - ეს უკვე საფინალო შეძახილია, ის ჯადოსნური სიტყვებია, რითაც ეს რიტუალი სრულდება. შევეცდები ესეც როგორმე განვმარტოთ:
როგორც ზემოთ მოგახსენეთ "ეშქ" ზმნის ძირია, რომელიც ნიშნავს მოვლენას, მოვლინებას, იდუმალს, შეუცნობელს. პირდაპირი წესით ეს ფრაზა არ ითარგმნება, მაგრამ შინაარსით ნიშნავს "უდიდესი სიხარული მოგვევლინა".
საბოლოოდ მივიღეთ შემდეგნაირად:
"ლიმა ლიმგვასტირ საჰუ, "ლიმა, ლიმას შვილები გადიდებთ შენ!
ლომულ, ბილაგუ მეშქელ, ლომულ, ზეციდან მოგვევლინე!
იოჩუნ ბირი გუმლა, ჩვენ ყველანი ერთხმად ვცეკვავთ თავდავიწყებით,
ბეშქელემენემ ბეშქელნ!" უდიდესი სიხარული მოგვევლინა"
არ მაქვს უფლება არ დავეთანხმო ჩვენი პორტალის ერთ-ერთ წევრს ტენდი-ს, რომელიც გუმანით მიხვდა რომ აქ რაღაც სარიტუალო სიმღერასთან გვქონდა საქმე.
უღრმესი მადლობა ავტორს ესეთი საინტერესო შემოქმედებითი სიღრმეებისთვის.
დიდ წარმატებებს ვუსურვებ, როგორც, შემოქმედებით, ასევე, პირად ცხოვრებაში!
თქვენი მოხუცი ასტრონომი
P.S. ძალიან საინტერესო იყო, ასევე, ლექსის სახელი "საყვრიმულა". ყვრიმალი ძველქართულად ყურის არეს ნიშნავს!
მოკლედ, დიდი მადლობა მოხუცი ასტრონომი. 2012-05-09 20:40:3
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სერიოზული კვლევა...ფაქტიურად :)
"ბეშქელემენემ ბეშქელნ !"
სერიოზული კვლევა...ფაქტიურად :)
"ბეშქელემენემ ბეშქელნ !"
3. მიხარია ასეთი თემები აქაც რომ გამოჩნდა...
"ჰე....... ღემერთო ერთო..." (მიხვდით ალბათ საიდან არის ეს ფრაზა ამოჭრილი)
(ისე ზოგადად ამ ამ ლექსმა ძველ-შუმერული მისტერიული მითოლოგიური ლექსები გამახსენა)
მოკლედ კარგი იყო... მიხარია ასეთი თემები აქაც რომ გამოჩნდა...
"ჰე....... ღემერთო ერთო..." (მიხვდით ალბათ საიდან არის ეს ფრაზა ამოჭრილი)
(ისე ზოგადად ამ ამ ლექსმა ძველ-შუმერული მისტერიული მითოლოგიური ლექსები გამახსენა)
მოკლედ კარგი იყო...
2. შესანიშნავია, მეტად ემოციური და ღრმად ჩამაფიქრებელი! ბრავო!!! შესანიშნავია, მეტად ემოციური და ღრმად ჩამაფიქრებელი! ბრავო!!!
1. უძლიერესია, აღფრთოვანებული ვარ.
ამ საიტის გარდა, იმედია , უკეთეს ადგილასაც მიუჩენთ ბინას, ფართო აუდიტორიისათვის. უძლიერესია, აღფრთოვანებული ვარ.
ამ საიტის გარდა, იმედია , უკეთეს ადგილასაც მიუჩენთ ბინას, ფართო აუდიტორიისათვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|