ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2012


მარტივი ფილოსოფია

გარდასულ დღეთა მოგონებანი,
ღვთისგან ბოძებულ შეშად ანთია,
ყმაწვილკაცობა წალამად იწვის,
ხოლო ბავშვობა მისი ხატია.

ყოველ ალიონს ლოცვას ვაგებებ,
აბგელოზებიც წუთებს მირთობენ,
და პატარები ღვთით მოვლენილნი,
სიბერის ეგოს კოცნით მითრობენ.

სულ ეს ყოფილა ფილოსოფია,
თურმე ამ ქვეყნად ჩვენი გაჩენის,
იცოცხლო, ბოლოს სიტკბოში მოკვდე,
რომ დაგიდგება დრო იქ გაფრენის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები