 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 24 მაისი, 2012 |
კედლებს ბუტბუტით ვესაუბრები, ფანჯრიდან წვება მთვარის აჩრდილი, ვეღარ გავიგე მე ამ ცხოვრების, ზღაპარია თუ ნეტავ ნამდვილი.
იდუმალსა და თეთრ სიჩუმეში, დამეღვენთება წვეთად სანთელი, დილის მადლსა და მერცხლის ჭიკჭიკში, კვლავ ჩავიწვები როგორც კანდელი.
თეთრი ღამეა კვლავ ისევ ჩემთვის, ამ გაზაფხულზე რა დამემართა?! თოვა-წვიმაში ტკბილი ამბორი, მხლოდ ეს ამხსოვს რაც გამიხარდა.
შენზე ფიქრების ცისფერ მორევში, ღმერთო რამდენი დღეები გაქრა, მაგრამ არა მწამს არცერთი წამით, ამ სიყვარულის ცეცხლი თუ ჩაქრა.
თეთრად თენდება კვლავ ისევ ჩემთვის, დადუმებულა მთაწმინდა ნისლში, მახსოვს მიმოზებს გიბნევდი თმებში, შენთან შეხვედრის იმედის ფიქრში.
სადღაც ამ ღამეს კვლავაც მღერიან, დგას მაგიდაზე ნაზი ყვავილი, რა ახლოსა ხარ და თანაც რა შორს, მსურს მოგაფარო იის მანდილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მახსოვს მიმოზებს გიბნევდი თმებში, შენთან შეხვედრის იმედის ფიქრში. +
მახსოვს მიმოზებს გიბნევდი თმებში, შენთან შეხვედრის იმედის ფიქრში. +
2. სითბო ნამდვილად არის ამ ლექსში!! წარმატებები სითბო ნამდვილად არის ამ ლექსში!! წარმატებები
1. სიყვარული და სითბოა ამ ლექსში ++ სიყვარული და სითბოა ამ ლექსში ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|