ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშელი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2012


Imagine

წარმოიდგინე ლამაზი მზერა
ზაფხულის შიშველ კანჭებზე მტვერი
შენი ოცნების აკორდის ჟღერა
და იასამნის მაცდური ფერი.
წარმოიდგინე ბგერები ცაში,
მე გვირილების ოცნებებს ვხატავ
შენ უღიმილო ამ წვიმის ხმაში
შიშველ სხეულზე ნაოჭებს მატან.
წარმოიდგინე შენ, შენ და ღამე,
სიტყვები მზიან ნაპირებს ავსებს
ჩემს სიგარეტით გაჯღენთილ თითებს
შენთვის მოსატან სტრიქონებს ართმევს.
წარმოიდგინე, რომ გძინავს მათში
მხოლოდ სუნთქვისთვის შეიგძნობ სხეულს
თავბრუდამხვევი სურნელი თმაში
ღმერთიც ყოფილა ოდესღაც ქალში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები