თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წყაროში წავალ, დედოფლის! ამბობ და არც კი მალავო ძლიერი კაცი ყოფილხარ, ნათელაშვილო შალვაო! ამდენი გასულელების არც თავი მაქვს და არც ტანი შენი ამბები სანატრელი გახდა, გთხოვთ დააბრუნოთ "ამტანი"! ოღონდ მე არ გთხოვთ "თოქ–შოუს", დასაწვავ, იმ "მონოგრამას" ერთი ვიღაცამ დამიდეთ პოლიტიკური პროგრამა! ! ! შალვა, რომ მოგენატრება კაცი "ნათელი, ძლიერი"! ვისაც მოწოწნიკი უყვარს, ლუდი სვას, ლუდი "მთიელი"! (ეგ არისო თურმე კარგი, "ზედაზენს" ჯობიაო) რახან სიტყვამ მოიტანა, ბარემ აქვე დავძენ ერთს: ჯერ იყო და, გვიხაროდა "ყაზბეგ–კასტელ საქართველო", მერე ერთმანეთს გამოეყავით, ლუდს შევქმნითო სანაქებოს!
მერე უცბად მოგინდათ ტაფის ტარზე, ტახის კანი ადექით და ჩამომისხით კასრის ცივი "ნატახტარი"
ოოოოო.....
მაგრამ იმ დაბალ ბოთლებში, დაბალ ყავისფერ ბოთლებში, ის ლუდი ხომ სულ სხვა იყო! რათ გამიქრეთ, სად წაიღეთ ჩემი ლუდის დანადგარი? რა გინდოდათ? რას მერჩოდით? განა მე არ მიხაროდა? როცა წვიმდა, ქროდა ქარი, მზე იყო თუ პირს იბანდა ციოდა თუ თოვდა გარეთ, ყველა მაინც ლუდს მისხამდა!
იმ პატარა ყავისფერი ბოთლის ლუდის გემო ფასობს!
სამამულო სიამაყით განმსჭვალული ვიყავ მაგ დროს! პატრიოტულ–კმაყოფილი ჩემი გრძნობა ეხლაც მახსოვს!
აბა ეხლაა საქმე?
ფული ჩადეთ, დაიქანცეთ, თან ქარხნები ამიშენეთ ევროპული "ტექნოდრომი" ქართული წყლით დამიმშვენეთ! ჩეხებს თურმე, გერმანელებს წყალი არ უვარგათო! საერთოდ მათ ლუდს არ დავლევთ, ნახეთ რა მოუვათ მაგათო! არ დალევთ და ნუ დალევთ, ესეც სევდა, ესეც დარდი "ნაბერეჟნზე" გააგზავნეთ ვახოს ბიჭი, ჩვენი "ვანგი" ოციანით ამოიტანს ჩაციებულ ფსელს! "პოწო" უცბად გაატყავებს გადაქერცლილ თევზს! რა მოგიყვეთ, მეგობრებო, შემომაწვა გულზე დარდი მომენატრა, შეყვარებულს, რომ ვაჩუქო ერთი ვარდი! "ყლიცერინით" გაჭყეპვას სჯობს ვითამაშოთ ისევ ნარდი! კამათელი გავაგორე, დამიჯდა შაში–იაქე შაში ზემოდან ჩამოვდგი, იაქით შაში ჩავკეტე! ვინც კარგ ლუდს არ მოხარშავს, იმის ქარხანა დავკეტე!
ასე, რომ დედოფლისწყაროს ერთი ასეთი ნიჭი აქვს:
თუ ერთხელ ჩახვალ, სულ გინდა სუნთქო ჰაერი ხმელი იგრძნო წარსულის ძახილი, მოიგონიო ძველი, ახალი, ღვინით დალოცო, არ გაახარო მტერი! სიმღერით, მამაპაპურად, შეიგრძნო მთა და ველი!
ეს არის ჩანაწერები 2009 წელში ერთი გერმანელი მოგზაურის პირადი დღიურიდან, რომელიც საქართველოზე წერდა. ერთი მაგარი რამ ჰქონდა! თვითონაც გურმანი ყოფილა და სასმელების და კულინარიის სპეციალისტი. წერს, რომ ერთ დღეს ქართველებმა მოუტანეს დეგუსტაციისთვის იმ დროს თუ კი რამე სახეობა გამოდიოდა ქართული ლუდების და თავს იწონებდნენ შეგვიფასეო. მოკლედ, გაჭყიპეს ეს საწყალი კაცი და ეკითხებოდნენ როგორიაო? და მერე ეს წერს, რომ მე ეს სასმელები ძალიან მომეწონაო (პატივი სცა მასპინძლებს), მაგრამ ვერ გავიგე ლუდთან რა კავშირში იყოო. მე ამას ხომ არ გადავთარგმნიდი, ჩვენი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი....