ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2012


პატარა ფიქრები ცხოვრებაზე

          სამყარო მარადიულად იბადება. სიკვდილი სიცოცხლეა, სიცოცხლე სიკვდილი. დილით გამოღვიძებულ, სიზმრებიდან გარდასულ დღეებზე რაღაცნაირი სევდა მომყვება ხოლმე. თითქოს ცხოვრებას, ჩემს ახლობელ ხალხს რაღაც დავაკელი; რაღაც ვერ შევძელი და ვფიქრობ, რომ ყველა ჩანაფიქრის ხორცშესხმისთვის დრო არ მეყოფა მეთქი.
          ბოლო დროს უფრო ბავშვობა მახსენდება და იქაური მეგობრების ძებნას ვიწყებ ხოლმე, მაგრამ ისინიც დროის კუთვნილებები გამხდარან და ვერსად ვაგნებ, ალბათ ღვთის წყალობით კარგად არიან. ცხოვრების ის, სულ სხვანაირია – ჯადოსნური და სუფთა, წკრიალა გრძნობებით აღსასვსე. ეს მხოლოდ მერე გვემღვრევა გონება და სული. ვივსებით გაუგონარი ბოღმით, ათასნაირ სისაძაგლეს ვჩავდივართ და მხოლოდ სიცოცხლის ბოლოსღა ვათვითცნობიერებთ, რომ თურმე სული ათასნაირი ცოდვებით ისე დაგვძიმებია, რომ მისი მარტო ტარება ძალზედ გვიმძიმს. იმ წამს ეკლესიაში გავრბივართ - “არიქა მამაო გვიშველეო!”, მაგრამ აბა კაცს მხოლოდ ეკელსია, ან მოძღვარი რას უშველის, საკუთარი სულის ტაძარი, თავადვე თუ არ დაალაგა და დაასუფთავა! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები