ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქ რ ი ს ტ ი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2012


მაა !!!

(ეძღვნება მამებს! )...


" მაა! დღეს მზე უფრო მაღლაა და უკიდეგანო ციდან სხივების გავლით ჩააქსოვს ჩემს უსაზღვრო სითბოს - შენს მწვანე თვალებში,
ცხოვრება ახლა უფრო გაწელილი მეჩვენება: უშენობიდან გამოფიტულ გულში ჩაღვრილ მონატრებამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე მინდება,
მკერდზე მაგრად მიგიკრა და შეუჩერებლად დაგიკოცნო შენი პატარა თითები, ჯერ კიდევ გუშინ, რომ არ შორდებოდა მამის დაღლილ მკლავებს...
თუ, დრომ გაგვიძლო ბოლო ზამთარსაც გადავაგორებ და დავბრუნდები... შენთან დავბრუნდები.... გპირდები მაა!" .....


მის მწვანე თვალებს თითქოს ფერი ეცვალათ და ახალ-ღრუბელ-გაფანტულ ცის პლაგიატს დაემსგავსა წლებზე შეკიდული
ბავშვობის მიამიტი გამოხედვა... მაისის სურნელით დამთვრალ თეთრი ვარდების ბაღში სეირნობდა, მის მკლავზე
თბილი თითებით მიკრულ პატარასთან ერთად, როდესაც იისფერ მოსაცმელში გახვეულმა კაცმა დროისგან გაყვითლებული
წერილი გადასცა....
დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა სიტყვებდასერილ აბზაცებში ეგრძნო ნაცნობი სურნელი, რომელიც ახლა ლურჯად შეღებილ
თვალებში ცრემლებად ეფინებოდა ...
ბოლოს ალერსით გადახედა, ცნობისმოყვარე თვალებით ჩანისლულ პატარას და მკლავზე მაგრად მიიკრა,
ისე, როგორც ოდესღაც შეისისხლხორცებდნენ ხოლმე, შორეულ ბავშვობაში....
ცალი ხელით მოკეცილ წერილს შლიდა და გულში ატირებულ სიტყვებს იმეორებდა:

" შენ ხო დამპირდი!!... ხო დამპირდი!!.... მააა! "

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები