ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმისო მისი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2012


ახალი გახსნა

იმ დღეს ქარი იყო,
და ალბათ ამიტომაც მოედო შენს ცრემლებს მტვერი.
ჩამძახოდი, რომ ლოდინისთვის ჯერ მზად არა ხარ.
ისიც გეგონა, რომ შენი არცერთი სიტყვა მესმოდა,
მე კი მას შემდეგ აზრებს ვკითხულობ.
ქარმა იმ დღეს მხოლოდ შენ კი არ მოგაყარა მტვერი,
არამედ მეც შემიშალა ხელი ფრენაში, თუ შემიწყო ეხლაც ვერ ვხვდები.
ჩემი მზერით დანახული ყოველი წამი, შვებას არ აძლევს შენი,
მტვრით სავსე ცრემლებს.
მოსაღამოვდა.
უნდა წახვიდე! გაიძულებენ!
მიდიხარ, თან ნიშნავ ადგილს სადაც შევხვდებით თუ გაგვიმართლებს,
დრო თუ დაგვგეგმავს, თუ დავემთხვევით.
თუმცა რა გითხრა, გადამავიწყდი.
დარდიც გამიქრა, ან იქცა იმ მტვრად ზემოთ რომ ვწერდი,
ხელს რომ მიშლიდა, ქარს რომ მივეცი – მან კი უტიფრად რომ მოგაყარა.
იმ ადგილს მალე გადაანგრევენ,
ააშენებენ რამე გასართობს.
ვინ გაიხსენებს, რომ იქ ოდესღაც
დასრულდა აწმყო.
შენ გათხოვდები ალბათ იმ ქარზე,
მტვრიანი ცრემლით რომ დატრიალდა,
სულს შეუერთდა, აენთო ნათლდა და
სადღაც წარსულში გადაბრდღვიალდა.
შენზე იტყვიან – ჰაერი იყო.
ამ ქვეყნად წამით შემოფრიალდა,
ჩემზე დაწერენ
სხვისკენ  მიჰქროდა და
დროის მანქანით ამოტრიალდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს