წარსული წარმავალ დღის უარმყოფელი, წავიდა ცარგვალი ბინდებით დაბურა, მე კიდევ ბევრს მათრევს ეს წუთისოფელი, ამ აშლილ _აბურდულ ბილიკზე, შაბურა. სად არის ის წამი ცასთან სიახლოვე, მდელოს რომ ასწყვიტე ის სილბო სამყურა, ახლა იმ მთის ძირზე ნისლები სახლობენ და შურთხებს აფრთხობენ ჯიხვები, შაბურა. ეჰ! რისი პოეტი, ან რისი ლექსები... პატივი ეკრანთან მეფის ცრუ მასხარებს, ხანდახან ხატის წინ ბერივით ვეცემი, მგონია მცხეთის ჯვარს ზარები აჰყარეს. შარივით გეშარა დაბდურა ცრუ ბედი, დრო არის ქარები ავობენ გმობილი, მწერალთა სასახლეს ღამეებს უთევდი, ვით დაჭრილ მეომარს მესანგრე ძმობილი, ლოჟაში ჩამომსხდარ გენერალ პოეტებს, ზოგს დაფნა ერგო და ზოგს ოქროს ვარაყი, უჩინო პოეტის ხმა არ სურთ მოედნებს, თუმც ჩრდილშიც ლამაზად ბიბინებს ბალახი. რას იზამ, თუ ჟამიც გედავა მდევარი, არავინ შემწედ და არავინ საშველად, ვინ იყო პირველი ის დამაწყევარი სიზიფეს ლოდი რომ დაგადო სასჯელად. სიცოცხლე _ იმედის ხმააო ლიტონი, ვინა ვართ?! _ ამ სოფლის მირაჟი, ლანდი, რა რჩება _ ცრემლივით უმანკო სტრიქონი და საფლავს დათოვილ ფოთლების დარდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. თქვენებურად კარგი, გულწრფელი და სულშიჩამწვდომი თქვენებურად კარგი, გულწრფელი და სულშიჩამწვდომი
5. ძალიან კარგი მიძღვნაა. ძალიან კარგი მიძღვნაა.
4. თქვენებური კარგი ლექსი, მოგიკითხეთ...:) თქვენებური კარგი ლექსი, მოგიკითხეთ...:)
2. საოცარი მიძღვნაა, გაიხარეთ! საოცარი მიძღვნაა, გაიხარეთ!
1. ვკითხულობდი ამ ლექსს ახლა და უამრავი ზარის ხმა ჩამესმოდა- ჟღრიალი, გუგუნი, წკრიალი... ძალიან მომეწონა! ვკითხულობდი ამ ლექსს ახლა და უამრავი ზარის ხმა ჩამესმოდა- ჟღრიალი, გუგუნი, წკრიალი... ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|