 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2012 |
მწვანე მონასტერს ბინდბუნდში, ლოცვა-გალობა ათრთოლებს, აქ სული წმინდა ათევს და, ღამეს, დღის სწორად აგორებს.
სამრეკლოს რეკვა-ლოცვაში, ბერები დილას ხვდებიან, წმინდა გიორგის შეწევნით, მის მადლში იბანებიან.
ქრისტეფორეს და თევდორეს, ხელით აგებულ ტაძარში, ცოდვა-მადლს განიკითხავენ, მზესა თუ წვიმა-ავდარში.
შაჰ-თამაზს თურმე საუფლო, ულმობლად დაურბევია, გადაუხოცავს ქართველნი, ერის კაცნი და ბერია.
გაუგონარი სიმხეცით, უწამებიათ ბერები, მათი ტანჯვითა სტირდნენ, ცისარტყელისაც ფერები.
მამებს უარი რომ უთქვამთ, შაჰისთვის რჯულის შეცვლაზე, მათთვის თავები უკვეთავთ, ამ საწვყევარის ვნებაზე.
ტაძრის ეზოში მწვანე ქვებს, ბერების სისხლი ანთხიეს, ხოლო დაჭრილი თავები, თურმე წვერებით ათრიეს.
ეს უწმინდესი ადგილი, დგას და დღენი კი მიდიან, მწვანე ქვებს რომ შეეხებით, თითქოს ხელებში ტირიან.
დრო-წყალმა ვერა დააკლო, წმინდა ქვებს სისხლით ნაბანებს, მუხლზე უნებურ ვუჩოქებ, თითქოს, აქ ქრისტე განბანეს.
კიდევ რამდენი ასეთი, ქართველებს გვადევს იარა, ამ თავგანწირვებმა მერწმუნეთ, ტყუილად არ ჩაიარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. თბილია, საოცრად... <3 თბილია, საოცრად... <3
7. თავს ვერმოვიკლავ ნამდვილად თუ გეგა ოდიშვილს ეს ლექსი არ მოსწონს, ვინაიდან მეც შორს ვარ მისი პოეზიიდან. ისე, თავის ამბავში გაუმარჯოს! :))) თავს ვერმოვიკლავ ნამდვილად თუ გეგა ოდიშვილს ეს ლექსი არ მოსწონს, ვინაიდან მეც შორს ვარ მისი პოეზიიდან. ისე, თავის ამბავში გაუმარჯოს! :)))
6. ცუდი ლექსია. ცუდი ლექსია.
5. შარშან ღმერთის ნებით მეც ვიყავი ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად მაგ მიწიერ სამოთხეში და იმედია, ღმერთის წყალობით წელსაც მოვხვდები და მეც როდესმე დავუწერ ლექსს. +5!!! შარშან ღმერთის ნებით მეც ვიყავი ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად მაგ მიწიერ სამოთხეში და იმედია, ღმერთის წყალობით წელსაც მოვხვდები და მეც როდესმე დავუწერ ლექსს. +5!!!
4. იცოცხლეთ ჩემო კარგებო და გაიხარეთ! - ამინ დ ამრავალჟამიერ! იცოცხლეთ ჩემო კარგებო და გაიხარეთ! - ამინ დ ამრავალჟამიერ!
3. ღმერთმა დაგლოცოთ ლევან–ბატონო და გფარავდეთ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი თქვენ და სრულიად მადლომოსილ ივერიას–მრავალჟამიერ–ამინ!!
ღმერთმა დაგლოცოთ ლევან–ბატონო და გფარავდეთ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი თქვენ და სრულიად მადლომოსილ ივერიას–მრავალჟამიერ–ამინ!!
2. იცოცხლე მაკუნა და ღმერთი შეგეწიოს! :))) იცოცხლე მაკუნა და ღმერთი შეგეწიოს! :)))
1. არაჩვეულებრივი ლექსია!!!!!!!!! ძალიან დიდი სულიერებით, უფლის სიყვარულითა და რწმენით დაწერილი :) ნამყოფი ვარ მწვანე მონასტერში და ლექსში ულამაზესადაა გადმოცემული მისი სიდიადე. ღმერთმა გაგახაროს და შეგიწიროს, ლევან, ასეთი კარგი ლექსი რომ დაგიწერია :) ++++++++++++++++++++ არაჩვეულებრივი ლექსია!!!!!!!!! ძალიან დიდი სულიერებით, უფლის სიყვარულითა და რწმენით დაწერილი :) ნამყოფი ვარ მწვანე მონასტერში და ლექსში ულამაზესადაა გადმოცემული მისი სიდიადე. ღმერთმა გაგახაროს და შეგიწიროს, ლევან, ასეთი კარგი ლექსი რომ დაგიწერია :) ++++++++++++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|