მარტო საქართველოშია პოეტობა ჰობი? არა მგონია. ასეთი მოხალისე ბევრგან მინახავს ნუ დაგწყდება გული, ჩემო კარგო ბობი, შენი საწუთროც გაბერავს იალქანს... და მერე როგორ?! გაცდება კიდეებს ჩაივლის ნაფეხურებს, აივლის კიბეებს შენ არ გეგონოს პოეტი არ ხარ და, რომ მე მხოლოდ, მოხალისე გიწოდე! ხო, იალქანზე გამახსენდა, რომელსაც საწუთრო ბერავს კიდევ ერთხელ შეგახსენებ: გული არ დაიწყვიტო! რა აზრი აქვს ტალღებს, როცა ძლიერ ღელავს, როცა მედგრად ელავს და შენ გემში არ ხარ?!