ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აფროდიტე
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2008


გაზაფხულდება?..

      ორი სული,რომელთაც ერთმანეთს დიდი ხანია განუტევეს ისევ ერთი ღმერთის მორჩილნი რჩებოდნენ.
      მიატოვა ტინორემა მისმა უფალმა და დაცურავს ტინორემა სამყაროში,ადამიანებს შორის,საკუთარ ფიქრებთან,გარე გარემოს გარეშე.
      დაუბრუნა უზენაესმა უზენაესთა შორის სექჯონს სიცოცხლე!და დაფრინავს ის ჩიტებთან...ღამით!..მოჯადოებული მელოდიებით.
      ჩამოფრინდა სექჯონი დედამიწაზე და დაინახა ტინორემა.საჭირო იყო მისი გული ტინორემას გადასარჩენად,მისი უზენაესის მოძებნა.
      - დედამიწელებს სჭირდებათ შენი ხელოვნება სექჯონ...
      - შენი-ც ტინორემა.
      - რატომ აღარ ჩანხარ ღამღამობით მთვარეში?!
      - ღმერთს მივყავარ თავისთან...
      - მე კი სულ ვეღარ გხედავ.
      - შენ კი სულ ვეღარ მხედავ!შენს ღმერთს თუ ხედავ?..
      - კი,გამომივლის ხოლმე და ხოლმე.და ერთად ვსვამთ უშაქრო ყავას,მას სამყარო მოაქვს ჩემთან და მეც ღრმად და ხარბად შევისუნთქავ...
      - ეს კარგია!..
      - მან მითხრა,რომ შენი გულია საჭირო იმისათვის რომ კვლავ ტინორემა გავხდე.
      - ვიცი!
      - მომცემ შენს გულს?!
        სექჯონი უპასუხოდ გაფრინდა!
        დედამიწის მონატრებულმა ტინორემაც ინახულა ერთ დღეს სექჯონმა.
        გაგიჟებულა "საწყალი"...
        ბოდავდა:
      - მე ისევ დამიგროვდა ცრემლების ზღვა
        და უნდა გავიტანო ფანჯრიდან,ქარიან ღამეს.
        ისინი შენ საძებნელად წავლენ
        და გიპოვიან შენ ისევ მთვარეში,
        სიმებთან ერთად აკანკალებულს.
      - ტინორემა,შემომხედე!ტინორემა.
        მან გახედა...
      - შენ?ქურდო,გამეცალე!გინდა გამანადგურო?მხედავ?..ტკბები?..
      - არა,ტინორემა,არა ვარ მე ქურდი!
      - ქურდი,ქურდი,მიშველეთ!ხახახა
        მე ისევ დამიგროვდა ცრემლების ზღვა
        და უნდა გავიტანო ფანჯრიდან,ქარიან ღამეს.
      - ტინორემა,შემომხედე!მე სექჯონი ვარ!
      - სექჯონმა მე სექჯონი მომპარა...მომპარა...მომპარა...
        ისინი შენ საძებნელად წავლენ
        და გიპოვიან შენ ისევ მთვარეში,
        სიმებთან ერთად აკანკალებულს...
      - სექჯონ,მოვა კი ისევ გაზაფხული?
      - დუმილი...
      - ჰა,მიპასუხე,რატომ სდუმხარ?!გაზაფხულდება?...
      - ...ისევ დუმილი...
      - გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი
        და ცრემლების ზღვა...ხახახა...
      - ...დუმილი...
      - მე ისევ დამიგროვდა ცრემლების ზღვა
        და უნდა გავიტანო ფანჯრიდან,ქარიან ღამეს.
        ისინი შენ საძებნელად წავლენ
        და გიპოვიან შენ ისევ მთვარეში,
        სიმებთან ერთად აკანკალებულს...
      - ................ისევ დუმილი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები