ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმისო მისი
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2012


ლოზანია

ლიმფური ჯირკვლით მე მეტს ვერ ვიზამ,
ძლიერ სუსტი მაქვს - ტკივილს მაყენებს,
ემოციურად ფიქრებს ვუზივარ,
და ვუცდი როდის თავს დამანებებს
აზრი იმ ლექსზე, რომელიც ვნახე,
სიზმრად რომ გახლდით მივლინებული,
და ვცდი გადმოვცე, რომ დაგვირგვინდეს ჩემი ეს თრთოლა:
"წვიმა ქედს უხრის ნიგვზიან ბორცვებს,
არავინ ფიქრობს ქაღალდის ფრთებზე,
ოცნება ნისლში აძოვებს ძროხებს,
სიზმრებს ჰკიდებენ სევდიან მთებზე.
მე კი გაზაფხულს საზამთროდ ვათბობ,
ბნელს დავაფარე დღისფერი პლედი,
ჩემს ზღარბს ვასწავლე სამმაგი სალტო,
ნეტა რაღა ვქნა ამაზე მეტი?!"
- რა გინდა რომ ქნა?!
პ.ს.  "ვერაფერს იზამ"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს