| ავტორი: ბენჟამენი ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2012 |
მაინც დამსაჯა ამურმა ტრფობით, დაღად დამასვა ვნების ნიშანი, მაისის ვარდი გინახავს დილით? ზუსტად ისე თრთის - ვით შენი ტანი. ტუჩები ნაზი - თბილი ბარხატი, ნდომით ცახცახებს და ჩუმად კვნესის... როგორც უცნობი მხატვრის ნახატი, ფერთა გამა კი მხოლოდ მე მესმის. შენი ჟღურტული იავნანაა, შენი ღიმილი დილა მაისის, ო ღმერთო, როცა მიახლოვდები, უმალ მუზების ჰანგი გაისმის. გიშრის დალალი, შავ ფანტელებად, ჩამოქნილ მხრებზე მოსული თოვლად, თვალები -ტკბილი თაფლაკვერები... ალბათ აქ მოსვლა ღირდა შენს პოვნად. მაინც გექცევი როგორც ყველა სხვას, თითქოს არ მყავდე გამორჩეული, არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე... ნეტავ მოვიდეს ვინმე გრძნეული. მაშინ რად მაფრთხობს მოქნილი წელი, ლამაზი მკერდი და მზერა მწველი და შენ წინაშე გულის გადახსნა, ნეტავ რად არის ასეთი ძნელი. ნაზი, ნატიფი, გრძელი თითები, ტრფობის რომ გულში აღვივებს კოცონს, შენს წკრიალა ხმის გაგონებაზე, თვით ბულბულიც კი გალობას მორცხვობს. კანი შაქრისფერ ხაოს ფურცელი, ლბილი და თბილი - რა დამავიწყებს, რონინი ლაღი, თეძოთა რხევა... მორფეუსსაც კი რომ გააღვიძებს. მაინც დამსაჯა ამურმა ტრფობით, დაღად დამასვა ვნების ნიშანი, ჭიამაიას გინახავს ფრთები? ზუსტად ისე თრთის - ვით შენი ტანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. როგორ გარდაიცვალა? :((( როგორ გარდაიცვალა? :(((
10. ძალიან მგრძნობიარე ლექსია. ძალიან მგრძნობიარე ლექსია.
9. მომწონს, ეს ლექსი, ავტორის წრფელი სულისა და ადამიანობის გამომხატველი! +555555555555555 მომწონს, ეს ლექსი, ავტორის წრფელი სულისა და ადამიანობის გამომხატველი! +555555555555555
8. მგრძნობიარე ავტორი...და გულწრფელი...:-* მგრძნობიარე ავტორი...და გულწრფელი...:-*
7. თვით ბულბულიც კი გალობას მორცხვობს. კანი შაქრისფერ ხაოს ფურცელი, ლბილი და თბილი - რა დამავიწყებს, რონინი ლაღი, თეძოთა რხევა... მორფეუსსაც კი რომ გააღვიძებს. მაინც დამსაჯა ამურმა ტრფობით, დაღად დამასვა ვნების ნიშანი, ჭიამაიას გინახავს ფრთები? ზუსტად ისე თრთის - ვით შენი ტანი.
ვეთანხმები მუხას, ბევრი ლამაზი სიტყვებია აქ. ავტორი კი ძალიან კარგი ადამიანი! +++++ თვით ბულბულიც კი გალობას მორცხვობს. კანი შაქრისფერ ხაოს ფურცელი, ლბილი და თბილი - რა დამავიწყებს, რონინი ლაღი, თეძოთა რხევა... მორფეუსსაც კი რომ გააღვიძებს. მაინც დამსაჯა ამურმა ტრფობით, დაღად დამასვა ვნების ნიშანი, ჭიამაიას გინახავს ფრთები? ზუსტად ისე თრთის - ვით შენი ტანი.
ვეთანხმები მუხას, ბევრი ლამაზი სიტყვებია აქ. ავტორი კი ძალიან კარგი ადამიანი! +++++
6. არაა ეს საჩემო ლირიკა
დაწყებისთანავე გავჩერდი.
არაა ეს საჩემო ლირიკა
დაწყებისთანავე გავჩერდი.
5. დასტური მუხას. დასტური მუხას.
4. ლამაზი სიტყვები, ანთებული გული! ლამაზი სიტყვები, ანთებული გული!
3. არ მომწონს..
არ მომწონს..
2. ავტორი: ბენჟამენი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
საშინელი სახეებია და ძალიან სუსტი სარითმო წყვილები.. წარმატებები!
ავტორი: ბენჟამენი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
საშინელი სახეებია და ძალიან სუსტი სარითმო წყვილები.. წარმატებები!
1. + გისურვებთ წარმატებას. + გისურვებთ წარმატებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|