 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2008 |
ჭორფლიან სახეზე - ღიმილი, ნაბიჯი - ბაჯბაჯა, ნელი, წინ - გამოზნექილი მუცელი, უკან - შეზნექილი წელი.
სადღაა გრაცია! უბრალოდ აცვია, რაღა მოიხდინოს, აბა, რომ აღარ ეტევა აღარც ფეხსაცმელი, არც გამოყვანილი კაბა?
ო,ეს ვიტრინები როგორ აუვსიათ! სავსეა თაროც და დახლიც. თვალით ჭამს ნუგბარებს და თუ შეასწარი, შეკრთება,თავს მორცხვად დახრის.
თავადაც არ იცის,ზოგჯერ რა აცინებს ან რაზე უტირის გული. ხან უცბად ღელდება,ხან უცხოდ ნაზია, ვით ლეღვი,ედემში რგული.
და მკერდქვეშ უტოკავს მწიფე საიდუმლო და მკერდისთავები ეწვის. უკან მოიტოვა პირველი ეჭვები, წინ კი - წინ ხიდია ბეწვის.
ყელი აქვს შიშველი და ყელზე - გიშერი. ავთვალო,ავსულო,ნუ მიეკარები! ღმერთო.შენ უშველე! ღმერთო,შენ უშველე! ღმერთო, დაიფარე ფეხმძიმე ქალები!
1998
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ნინო ძალიან კარგია. დასამალი რააა, შენი ლექსები არ მომწონს, მაგრამ ეს მაგარიაააა 5 ნინო ძალიან კარგია. დასამალი რააა, შენი ლექსები არ მომწონს, მაგრამ ეს მაგარიაააა 5
12. ძაააალიან კარგია! 5:) ძაააალიან კარგია! 5:)
11. კარგი ლექსი ;;) კარგი ლექსი ;;)
8. დაახლოებით იგივე ვიფიქრე. გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის!
რიტმს რაც შეეხება, მხოლოდ პირველი და ბოლო სტროფია ამ მხრივ განსხვავებული, მაგრამ ლექსის მელოდიურობას არ არღვევს. უხდება კიდევაც, თითქოს. დაახლოებით იგივე ვიფიქრე. გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის!
რიტმს რაც შეეხება, მხოლოდ პირველი და ბოლო სტროფია ამ მხრივ განსხვავებული, მაგრამ ლექსის მელოდიურობას არ არღვევს. უხდება კიდევაც, თითქოს.
7. თეა თაბაგარს. თეა ძვირფასო! კარგი შეკითხვაა.საქმე ის არის,რომ სამოთხის ხილად ზოგი ვერსიით მიიჩნევა ვაშლი,ზოგით -ლეღვი. მხატვრულ სიმბოლიკაშიც ასევე დასტურდება .ლეღვის სიმწიფეს,ნაყოფიერებას სახარებისეული ალუზიებიც აქვს. მე ჯერ ლეღვი დავწერე ფურცელზე,მერე დავაკვირდი,რომ ასოების გადასმით ლეღვ//ღელვ - საინტერესო რაღაც დამოდიოდა.
თამარ ბუკიას თამარ ძვირფასო! სავსებით მართალი ხართ რიტმთან დაკავშირებით.ამას ჰქვია პოლიმეტრია,ტექნიკურად ძნელი დასაძლევია განგებ მაქვს გაკეთებული,მაინტერესებდა,თუ გამომივიდოდა. თეა თაბაგარს. თეა ძვირფასო! კარგი შეკითხვაა.საქმე ის არის,რომ სამოთხის ხილად ზოგი ვერსიით მიიჩნევა ვაშლი,ზოგით -ლეღვი. მხატვრულ სიმბოლიკაშიც ასევე დასტურდება .ლეღვის სიმწიფეს,ნაყოფიერებას სახარებისეული ალუზიებიც აქვს. მე ჯერ ლეღვი დავწერე ფურცელზე,მერე დავაკვირდი,რომ ასოების გადასმით ლეღვ//ღელვ - საინტერესო რაღაც დამოდიოდა.
თამარ ბუკიას თამარ ძვირფასო! სავსებით მართალი ხართ რიტმთან დაკავშირებით.ამას ჰქვია პოლიმეტრია,ტექნიკურად ძნელი დასაძლევია განგებ მაქვს გაკეთებული,მაინტერესებდა,თუ გამომივიდოდა.
6. ძალიან ლამაზი შინაარსი აქვს, მაგრამ... რიტმი - ყველა სტროფში, ლამის, სხვადასხვაა!
ძალიან ლამაზი შინაარსი აქვს, მაგრამ... რიტმი - ყველა სტროფში, ლამის, სხვადასხვაა!
5. სასიამოვნო, გამართული, თბილი...
''ხან უცბად ღელდება,ხან უცხოდ ნაზია, ვით ლეღვი,ედემში რგული''...
მხოლოდ ეს მაინტერესებს, ქალბატონო ნინო, აქ ''ლეღვი'' ''ღელვასთან'' ბგერათშეხამების გამოა გამოყენებული მხოლოდ, თუ სხვა დატვირთვაც აქვს რაიმე? სასიამოვნო, გამართული, თბილი...
``ხან უცბად ღელდება,ხან უცხოდ ნაზია, ვით ლეღვი,ედემში რგული``...
მხოლოდ ეს მაინტერესებს, ქალბატონო ნინო, აქ ``ლეღვი`` ``ღელვასთან`` ბგერათშეხამების გამოა გამოყენებული მხოლოდ, თუ სხვა დატვირთვაც აქვს რაიმე?
4. რა სასიამოვნო ლექსიააა:) რა სასიამოვნო ლექსიააა:)
3. გენაცვალე მაგ "მწიფე საიდუმლოში" :) გენაცვალე მაგ "მწიფე საიდუმლოში" :)
1. გრაციოზული :) გრაციოზული :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|